პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან.
“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის შესაძლებლობა გააჩერა, თუმცა ეს მხოლოდ 26 ოქტომბრამდე. დღეს ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველა დასავლური პარტნიორი, რომელიც ქართველი ხალხის პოლიტიკურ მომავალს მხარს უჭერს, “ქართულ ოცნებას“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ისაუბრონ მათ არასამთავრობო სექტორთან მიმართებით, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.