ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

თეონა აქუბარდია: “ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან.

“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის შესაძლებლობა გააჩერა, თუმცა ეს მხოლოდ 26 ოქტომბრამდე. დღეს ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველა დასავლური პარტნიორი, რომელიც ქართველი ხალხის პოლიტიკურ მომავალს მხარს უჭერს,  “ქართულ ოცნებას“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ისაუბრონ მათ არასამთავრობო სექტორთან მიმართებით, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად, დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ – თამარ ჩიბურდანიძე

დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს საქართველოს, რწმენას და ქართული ღირებულებების გადარჩენას. „დღეს საქართველო ერთიანია, ისე როგორც არასდროს! დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის, ჩვენი ღირებულებების გადარჩენას! ოპოზიციის მტრულმა ქმედებებმა, დასავლეთის ზეწოლამ და ყალბი დემოკრატიის პროპაგანდით ერის სინდისის შეურაცხყოფამ, საქართველო ფეხზე დააყენა. დღეს კიდევ ერთი ისტორია დაიწერება. დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება. დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასეთი აზრია საზოგადოებაში, რომ ბაიკერები სხვა მხარეს დგანან და არ ვდგავართ… მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ვდგავართ ამ მხარეს – “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი

სანამ თავისუფლების მოედანზე შეკრება დაიწყება, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თბილისის ქუჩებში მსვლელობას დილიდან მართავენ. ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მოტომოყვარულები - სწორედ აქედან აიღო სტარტი ბაიკერების მსვლელობამ. “კურიერი“ მსვლელობის მონაწილეებს გაესაუბრა. “ვართ ქართველი მოტომოყვარულები, ასე ვთქვათ, ბაიკერები შეკრებილი. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას “ქართული ოცნების“ მიმართ. მთავარი არის ქვეყანაში მშვიდობა - ამიტომაც ვართ შეკრებილი, რომ გვინდა მშვიდობა, გვინდა ერთიანად და კარგად ყოფნა. მას შემდეგ, რაც მოვივლით ამ მარშით თბილისის ქუჩებს, შემდეგ მივალთ უკვე თავისუფლების მოედანზე,“ - აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი. “ასეთი აზრია საზოგადოებაში, რომ ბაიკერები სხვა მხარეს დგანან და არ ვდგავართ. მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - ვდგავართ ამ მხარეს და ჩვენც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ გვინდა ევროპა. გვაქვს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება - ამიტომ ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას, - აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი – მარიამ...

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ, - ამგვარად გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდიას განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება. „ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ - ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ტიპის პატარა დანაშაულებიც კი თავის დროზე იყო იდენტიფიცირებული. აგრესიის გამოხატულება და რევოლუციის მოწყობა, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ არის პირველ რიგში მიმართული. მსგავსი ადამიანების ადგილი ქვეყანაში არ არის”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და ეს ამერიკული, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია

აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ ეს ამერიკული, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია. პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამერიკულ შეზღუდვებს, რომელიც ვაშინგტონს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული. ამასთან, ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე გაიყვანა „ატაკამსების“ მოქმედების ზონიდან თვითმფრინავები, რომლებსაც მართვადი ავიაბომბების დასაშენად იყენებდა. „უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი უპილოტო აპარატები. ისინი ძალიან ეფექტურია. რეალურად ვნახეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმებსა და ოპერაციებს საზღვრიდან 400 კილომეტრის მოშორებით. უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას განვსაზღვრავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაკავოს აგრესია მომავალში“, – განაცხადა ოსტინმა. ლოიდ ოსტინმა ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები რუსეთში იმყოფებიან და ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ. „არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთში არიან. რას აკეთებენ? ვნახოთ“, – განაცხადა ოსტინმა.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ბიძინა ივანიშვილზე ვერ ნახეთ – რუსეთი თქვენთან მოიკითხეთ

„ტვ პირველს“ ცხოვრება კარგად გაქვთ აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, ბრალმდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუან-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთში თითქოს საიდუმლო ოფისს არსებობას ეხებოდა.   „არანაირ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, როცა ვითომ ენჯეოშნიკობდა და მერე მივხვდით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“, იმ მომენტიდან გაიხსენეთ როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც მოუძებნონ. 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ამ ადამიანთან ვერ ნახეთ. ერთადერთი რაც ვნახეთ, „ტვ პირველის“ მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში.ასე, რომ რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები