ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

თენგიზ ცერცვაძე: სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, რათა მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის, „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა, იმედი გვაქვს, ეს მოხერხდება

სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის, „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის წერილშია ნათქვამი.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, შეიქმნა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტ „ტოცილიზუმაბზე“ დეფიციტი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც დამთრგუნველად მოქმედებს COVID პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე.

„ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი ბატონი ვახო კალოიანი, რომელიც ა.წ. 31 აგვისტოს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში უაპელაციოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება, რადგან ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის?! როგორც ჩანს ბატონმა კალოიანმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა და ელემენტარული სინდისის გრძნობა და მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ის ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ლამის „ტოცილიზუმაბის“ მთავარ მოამაგედ, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომ ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტია და მას ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, პირადად ბატონი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია, ხოლო რასაც ის ამბობს, ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი.

სინამდვილე კი ასეთია და ეს მთელმა ქვეყანამ იცის:

COVID-ის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბს“ ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ, მაშინ, როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში „პირველმა არხმა“ 10-წუთიანი ვიდეოფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID პაციენტი. განვლილ პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენებით ჩვენ გადავარჩინეთ არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფი.

ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლით „ტოცილიზუმაბს“ ჩვენს გარდა კიდევ 8-10 კლინიკა იყენებდა და მათაც ასევე არაერთი COVID ავადმყოფი გადაარჩინეს.
ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები თითქმის მთელი წლის მანძილზე „ტოცილიზუმაბის“ (ისევე, როგორც „რემდესივირის“) გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით“, ხოლო კლინიკებს მოუწოდებდნენ, რომ „ტოცილიზუმაბი“ და „რემდესივირი“ არ გამოეყენებინათ.

მხოლოდ მას შემდეგ (რამდენიმე თვის წინ), რაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ „ტოცილიზუმაბი“ ძალიან სასარგებლო და „სიცოცხლის გადამრჩენი“ მედიკამენტია, ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები იძულებული გახდნენ, თავიანთი რიტორიკა 180 გრადუსით შეეცვალათ და ამ მედიკამენტის მხარდამჭერებად და „მოამაგეებად“ გარდაისახნენ. ტიპური ქამელეონები.

ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, „ტოცილიზუმაბი“ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტია, ერთი ავადმყოფის სამკურნალო დოზის ღირებულება მაშინ შეადგენდა დაახლოებით 6 000 ლარს, შემდეგში ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, მომწოდებელმა ფასი გაანახევრა, მაგრამ მაინც რჩება ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტად. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, სახელმწიფო პირველივე დღიდან უზრუნველყოფდა ქვეყანაში მედიკამენტის იმ რაოდენობის (მეტობით) შემოტანას, რა რაოდენობაზეც რეალური მოთხოვნა არსებობდა და უფასოდ აწვდიდა კლინიკებს და პაციენტებს.

„ამ პერიოდში სახელმწიფოს შეეძლო მედიკამენტის შეუზღუდავი რაოდენობით შემოტანა, მაგრამ ვინაიდან ბატონი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები უარს აცხადებდნენ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენებაზე, იყო მაღალი ალბათობა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი გამოუყენებელი დარჩებოდა და ჩამოსაწერი გახდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ მსოფლიოში „ტოცილიზუმაბზე“ მოთხოვნა ერთბაშად მრავალჯერადად გაიზარდა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც მოახერხა „ტოცილიზუმაბის“ შეზღუდული რაოდენობის შემოტანა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ეს მედიკამენტი განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, რომ არა კალოიანის და მისი თანამოაზრეების დესტრუქციული პოზიცია, სახელმწიფო შეძლებდა მედიკამენტზე მსოფლიო დეფიციტის გაჩენამდე შემოეტანა საკმარისი მარაგი.

„ახლა კი, ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიუხედავად სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის – „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება.

რაც შეეხება ბატონი კალოიანის კიდევ ერთ მარგალიტს, რომ თითქოს კლინიკების ნაწილი ტოცილიზუმაბს იმიტომ არ იყენებს, რომ შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია არა აქვს, კიდევ ერთი დიდი და უსინდისო ტყუილია.

„ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია და დეტალურადაა გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით და კლინიკების ნაწილი მხოლოდ იმიტომ არ იყენებდა აქამდე „ტოცილიზუმაბს“, ისევე როგორც „რემდესივირს“, რომ იმყოფებოდნენ ბატონი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბატონი კალოიანი უკვე წელიწადზე მეტია, „COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას“, არამარტო დიდი ტყუილია, არამედ უბრალოდ სასაცილოა. იგი ტყუილების და დემაგოგიის წინა ხაზზე ნამდვილად დგას. ბატონი კალოიანი თავის დროზე ნამდვილად იყო მაღალკვალიფიციური ექიმი-რეანიმატოლოგი, მაგრამ მას COVID პანდემიასთან საბრძოლველად და COVID პაციენტების გადასარჩენად აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით მისმა ფობიურმა განცხადებებმა „რემდესივირის“ და „ტოცილიზუმაბის“ მიმართ სერიოზული ზიანი მიაყენა COVID პაციენტების ოპტიმალური მკურნალობის საქმეს.

სამწუხაროდ, იგი პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ეწევა დემაგოგიას, დეზინფორმაციას და გაუთავებლად იმეორებს რაღაც გაურკვეველ და რეალურ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის მანძილზე მას ერთი საქმიანი და კონსტრუქციული წინადადებაც კი არ მოუწოდებია, რაც COVID-თან ბრძოლაში მართლა დაგვეხმარებოდა. ის იმ ადამიანების კატეგორიიდან არის, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“და ვისაც ახარებს, თუ ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდება და აღიზიანებს ყველაფერი კარგი.

რაც შეეხება „რადიო თავისუფლებას“, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პატივსაცემი და მაღალრეიტინგული მედიასაშუალებაა და თუ ის გააგრძელებს ბატონი კალოიანის დემაგოგიური განცხადებების და ტყუილების ტირაჟირებას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს მის რეპუტაციას და შეამცირებს მოსახლეობის ნდობას მის მიმართ, რადგან მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შენ ხარ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს…“ – ილია თოფურია იუბილარია

UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. ილია 29 წლის გახდა. ილიას დედა, ინგა თოფურია სოციალურ ქსელში მისალოც პოსტს აქვეყნებს.„დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე. დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება – 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი – ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო. დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული – სავსე სიყვარულით და ცხოვრება – შინაარსით. იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს “, – წერს ინგა თოფურია.

დავით ქართველიშვილი: ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია, არამედ არის ფუნქციური კვანძი, რომლის ადმინისტრაციული და პოლიტიკური აჩქარება არა თუ შესაძლებელია, არამედ...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Business Insider Georgia-სთან საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ჭოუ ციენის ინტერვიუს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ თუ ელჩის განცხადებები ერთ შინაარსობრივ პაკეტად შეიკვრება, ვნახავთ, რომ პეკინი მზად არის ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერისთვის.მისი თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფონზე ჩინეთის ელჩის განცხადებები აღიქმება არა უბრალოდ ინტერვიუდ, არამედ ალტერნატიული მიდგომის დემონსტრაციად.„საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა გუშინ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებაში ფაქტობრივად და პრაქტიკული თვალსაზრისით, გაიმეორა და დაადასტურა ყველაფერი ის, რაც დაპირებების დონეზე ითქვა შარშან პეკინში, ჩინეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები გაკეთდა ზუსტად მაშინ, როდესაც გაირკვა დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენი დელეგაციის არ მიწვევის თაობაზე ინფორმაცია. იდეოლოგიურად გაჟღენთილი გლობალისტების სამიტზე ჩვენი არყოფნა, სავსებით გადაიფარა იმ კონკრეტული პროგრამებითა და პროექტებით, რომლებიც გააჟღერა ჩინეთის ელჩმა და რომლის ხორცშესხმაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის. თუ ელჩის განცხადებებს ერთ შინაარსობრივ პაკეტად შევკრავთ, სურათი ასეთია: პეკინი მზად არის დააჩქაროს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა; მკაფიო აქცენტი კეთდება თანამშრომლობის „მატერიალურ ბაზაზე“: ინვესტიციები, სამრეწველო კოოპერაცია, ლოჯისტიკა და ვაჭრობა, ენერგეტიკა, ასევე ციფრული მიმართულებები (5G, ხელოვნური ინტელექტი), „ჭკვიანი ქალაქები“.რეალისტური გეოპოლიტიკის ენაზე ეს ნიშნავს: ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია, არამედ არის ფუნქციური კვანძი, რომლის ადმინისტრაციული და პოლიტიკური აჩქარება არა თუ შესაძლებელია, არამედ საჭიროა კიდეც. ჩინური ეკონომიკური იმპულსი ზრდის საქართველოს ფასს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პლატფორმას. ეს არის საქართველოს გზავნილი მისგან დაცარიელებული დავოსის მისამართით და არგუმენტი, როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან მოლაპარაკებებში, რადგან დერეფნები სიცარიელეს ვერ იტანენ.აქ გასათვალისწინებელია ასევე აშშ-ს ახალი სტრატეგია, რომელიც როგორც წესი, უფრო მძაფრად რეაგირებს არა ჩინეთთან ვაჭრობის ფაქტზე, არამედ „წითელ ზონებზე“: პორტები, ენერგეტიკული კვანძები, ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა უსაფრთხოება. სწორედ აქ აქვს საქართველოს შესაძლებლობა, ააგოს მათ შორის ამერიკისთვისაც გამჭვირვალე, მიმზიდველი, მომგებიანი და კონტროლირებადი რეჟიმები, ეკონომიკის დაზიანების გარეშე.რაც შეეხება ევროკავშირს, ევრო ბიუროკრატიის მზარდი გაკოტრების ფონზე, ევროპის რეალური გავლენა რეგიონზე კლებულობს, ხოლო ვაკუუმს სხვა მოთამაშეები ავსებენ. ამასთან, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო კონფლიქტური გახდა, სწორედ ბრიუსელის მხრიდან უსამართლო და ტენდენციური პოლიტიკის გამო. ამ კონტექსტში ჩინეთის ელჩის განცხადებები აღიქმება არა უბრალოდ ინტერვიუდ, არამედ ალტერნატიული მიდგომის დემონსტრაციად: „თუ ბრიუსელთან პოლიტიკური ამინდი უარესდება, ჩვენ მაინც ვაჩქარებთ საქართველოსთან ეკონომიკურ მექანიზმებს“.ამ კონფიგურაციაში, ჩვენი პოზიციონირების ყველაზე პრაგმატული სცენარი შეიძლება იყოს როლების სწორ განაწილებაში: ჩინეთმა - მიხედოს ბაზრებს, ინვესტიციებს, ტექნოლოგიების ნაწილს; ამერიკამ - რეგიონულ უსაფრთხოებას, თუ კი დარწმუნდება, რომ საქართველო ღიაა მასთან ერთად ყველა კრიტიკული რისკი გააკონტროლოს. ამ ფონზე, ჩინეთის ელჩის განცხადებები წარმოადგენს შესაძლებლობის ფანჯარას: სავაჭრო რეჟიმის დაჩქარება, საქართველოს როლის გაძლიერება „შუა დერეფნისა“ და ციფრული ჰაბის სახით - თუ კი ვაშინგტონს ნათლად დავანახებთ, რომ საქართველო ჩინეთთან ეკონომიკურ დაახლოებას არ აქცევს საკუთარი სუბიექტურობის დასუსტებად და საერთაშორისო პროექტების ოპერაციულ მართვას არ გადასცემს ჩინეთს მონოპოლისტურ ხელში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

დონალდ ტრამპი – მჯერა, დავოსში მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება

დავოსში მოგზაურობა საინტერესო იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დავოსში გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„დავოსში მივდივარ. მჯერა, რომ ეს მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება. ეს საინტერესო მოგზაურობა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა და ასევე რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის გრენლანდიასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი – ნატო-სთან დაკავშირებით ჩემი შიშია, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად, ნატო სამართლიანად უნდა...

დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისივე თქმით, აშშ-მა ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დახარჯა და ნატო-ც სამართლიანად უნდა მოექცეს ამერიკას.„ნატო-ს წევრები დავარწმუნე, რომ თავდაცვის ხარჯები ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაეზარდათ. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. შეგიძლიათ, ამის შესახებ გენერალურ მდივანს ჰკითხოთ. მან ეს ბევრჯერ თქვა. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, მაგრამ ნატო-ც სამართლიანად უნდა მოგვექცეს. დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ჩვენ ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ და ვიცი, რომ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მე ნამდვილად მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად“, – განაცხადა ტრამპმა.

რას ყვება რუსკა მაყაშვილი-“არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა

"არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა. არის რაღაცები, რაც თავისთავად დაშვებულია, რომ, აი, ოდესღაც გარდავიცვლებით... მაგრამ ცხოვრების ეს ნაწილი, ოჯახის შექმნა, ჩემი გეგმის ნაწილი იყო და ეს გეგმა რომ ჩამოვწერე, 18 წლის ვიყავი. 29 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. გათხოვების შემდეგ ერთი კვირის მანძილზე თამარაშვილზე, ჩემს სახლში დავდიოდი, რადგან, ზოგადად, მიჭირს სიახლეების მიღება. განქორწინების გადახარშვაც ძალიან რთული იყო. ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული, იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ.ილია არის 8 წლის, კატო 4 - წლის. ილია არის გენიალური ადამიანი. კატოზე რომ ვიყავი ორსულად, რაღაცნაირი პროტესტი მქონდა მუცელში, მე ისე მიყვარს ილია, ვინ უნდა გაჩნდეს, მასზე მეტად რომ შემიყვარდეს-მეთქი. ძალიან მიყვარს კატო და ილია.სხვამ ვინ? ისევ მე უნდა შემოვუძახო საკუთარ თავს - "ადექი, დროა!" და ასეც ვიქცევი, მაგრამ ზოგჯერ შესვენების პერიოდებიც მაქვს. მაგალითად, ჩემ მიმართ იმხელა "ჰეითი", სიძულვილის ტალღა იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, "იმედში" მუშაობის გამო. სადაც უნდა ვწოლილიყავი და რაც უნდა მეკეთებინა, არასდროს მიგრძნია მანამდე ეს ყველაფერი. ბოლოს ვთქვი, ხალხოო, ჩამოყალიბდით, "ნაცი" ვარ თუ "ქოცი" და მერე მეც გამაგებინეთ-მეთქი. ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახის ამბებიც და ცოტა ხანს ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.მოვიკითხავ სანდროს, ჩემი მეგობარია აწი უკვე", - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში.

ბოლო სიახლეები