სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025

თენგიზ ცერცვაძე – მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ

ჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის პირველი დღიდან დღემდე ეფექტურად მუშაობს.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ” .

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – 30 წელია, ნატო-ში გაწევრიანებას ვითხოვთ, რაზეც არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიღაცამ...

30 წელია, ნატო-ში გაწევრიანებას ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.მისი თქმით, ხშირად სპეკულირებენ საქართველოს მსგავსი ქვეყნებით, ამ პროცესში კი განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.„30 წელია, ნატო,ში გაწევრიანებას ვითხოვთ. ამასთან დაკავშირებით, არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება. სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითიც. ეუბნებოდნენ, რომ დღეს ან ხვალ გაწევრიანდებოდნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ცდილობენ თავისი ინტერესები გაატარონ, რის ხარჯზეც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ. როგორც ეს მოხდა 2008 წელს, თუნდაც, რაც უკრაინაში მოხდა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.

თინა ბოკუჩავა – თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რომ არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია ერთიანობა

გამარჯვებას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, გავიაზრებთ გეგმას და თითოეული ჩვენი სიტყვით, საქმით ვიქნებით ამ გამარჯვების გეგმის ნაწილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისივე თქმით, არარეალისტურია კონკრეტული თარიღის დასახელება, როგორც ივანიშვილის დამხობის დღე.„ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თუ არ გავითავისებთ, ჩვენს ყველა სიტყვას და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ, რომ ძალა ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩება. მოიგებს ზუსტად ივანიშვილი ისე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას, ჩავაბარებთ რუსეთს. რუსქოცური პროპაგანდისტული მედიების გასახარად, ნამდვილად მეტს ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი. თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც გაუქმებით ემუქრება და რომლებიც უმეტესწილად ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ივანიშვილს, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია ერთიანობაბევრჯერ მისაუბრია იმაზე, რომ არარეალისტურად მიმაჩნია რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება როგორც ივანიშვილის დამხობის დღე. ეს წინმსწრებად იცოდე ადამიანმა, ჩემი გადმოსახედიდან არარეალისტური მოლოდინის შექმნაა, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ ამას გულისხმობს მელია, უნდა გვქონდეს მოკლევადიანი გეგმებიც, შუალედური გეგმებიც, გრძელვადიანი გეგმაც. ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი წუთი, სინამდვილეში ყოველი სიტყვა და ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ერთი დიდი, გააზრებული, ერთიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, გაიმარჯვებს საქართველო. თუმცა, ამას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, გავიაზრებთ გეგმას და თითოეული ჩვენი სიტყვით, საქმით ვიქნებით ამ გამარჯვების გეგმის ნაწილი. ეს გამარჯვება ჩვენს ხელთ არის, ხალხის ხელთ არის, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ და უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი ყველა მოქმედება უნდა იყოს მიმართული ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი ნატო-ს წევრობისთვის, ბურთი არის სრულად ალიანსის ტერიტორიაზე, კითხვების დასმა უნდა დასრულდეს, ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი

ვხედავთ, ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი ნატო-ს წევრობის საკითხი.„ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ, ქართველი ხალხი ხედავს, რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვეს, რომ კარები ღიაა, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა. საქართველომ გააკეთა ყველაფერი, როგორც ინსტიტუციურიად, ისე სამხედრო დაახლოების კუთხით, ომებში შესვლისა და ბრძოლის კუთხით ნატო-ს ჯარისკაცების მახარდამხარ. ბატონი რუტე რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერას და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ თითის გამოშვერა აიტანოს. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, რომ იყოს ნატო-ს წევრი, არათუ სურვილი, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი. მათ შორის უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ნატო-ს გარშემო რა დისკუსიები იყო. 2022 წელს, როცა ომი იწყებოდა, პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და თქვა, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, გვიღებთ თუ არა ნატო-ში, თუ არ გვიღებთ, გვითხარით და განვაცხადებთ ჩვენც, იქნებ, ერთი დაძაბულობის საკითხი მოიხსნას. თუმცა, არც ხო უთხრეს და არც არა. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს სამხედრო კონტინენტის 70%-ს სხვადასხვა ფორმით აქვს მონაწილეობა მიღებული მისიებში, სწავლებებში და ა.შ. როგორც თავსებადობით, ასევე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით ნატო-ს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. ქართველი ხალხი მიამიტი აღარ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.

შალვა პაპუაშვილი – ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ, მიუღებელია, როცა ერები ბუნდოვანებასა და გაურკვევლობაში ჰყავთ

ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ,  მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები, მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სამ წელზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი.„ქართველი ხალხი მიამიტი არ არის, ნატო ჩამოყალიბდეს, რა უნდა, ვერ ჩამოყალიბდნენ. უკრაინასთან დაკავშირებით ხან 28-პუნქტიან, ხან 24-პუნქტიან გეგმებს რომ ხედავთ. ევროკავშირის ვითომ კონტრშეთავაზებაა 24-პუნქტიანი და იქაც არსად იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სიტყვით ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული წლიდან წლამდე, ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში. ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში ამყოფებენ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას. ასევე, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. სამ წელიწადზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ამ იდეის გამო და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი. მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ,  მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები. ქართველი ხალხი არ არის მიამიტი, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები – „ღია კართან“, „გეპატიჟებით“, „გელით“ და ასე შემდეგ. არანაირი ღია კარები და მიპატიჟება არ უნდა ამას, საჭიროა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი შარაშიძე – მარკ რუტეს განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო ამოვარდნილია გლობალური პროცესებიდან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს

მარკ რუტეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან, რასაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. შეიძლება, ეს არ იყოს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაუქმების შესახებ, რაც არ შეესაბამება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, დააშოროს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პერსპექტივას და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ ჩვენს მთავარ მტერთან, რუსეთთან. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და საქართველოში, ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ჩვენი განვითარებისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა: „საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს“. 

ბოლო სიახლეები