სამშაბათი, მარტი 3, 2026

თემურ ჭკუასელი – „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“ ქართულ ენასთან მიმართებაში ისეთი ამბები ხდება

დეპუტატ თემურ ჭკუასელის შეფასებით, რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა. ამის შესახებ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში – ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. ისე მახინჯდება და თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება სიტყვების მნიშვნელობა…მაგალითად, თბილისი გავსებულია “ელიტ ელექტრონიქსის“ რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: “მარტო შენთვის“. ამ დროს უნდა იყოს “მხოლოდ შენთვის“. არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: “მიყვარს მარტო ზედაზენი“. მალე ალბათ ცნობილ რომანს “მხოლოდ შენ ერთს“ იმღერებენ – “მარტო შენ ერთს“. გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა “კარები გააღეთ შიგნით“. შე დალოცვილო, დაწერე “შეაღე“ – ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება. თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები დღითი დღე უარესდება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს.„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი საბრძოლო მასალა. თავდაცვის კომპანიები სწრაფად აწარმოებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს. მათ საგანგებო ბრძანებები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღია იქნებოდა ირანის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.„ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც სამ შვილზე სექსუალურად ძალადობდა და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს იღებდა – 15 წლის ქალიშვილმა ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა

სანქტ-პეტერბურგში დაქორწინებული წყვილი საკუთარი შვილების წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულის გამო დააკავეს. მსხვერპლი ორი და და მათი შვიდი წლის ძმა იყო.36 წლის მამაკაცი და მისი 35 წლის ცოლი წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ედებათ არასრულწლოვნების გარყვნასა და მათი მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში. უფროსმა შვილმა, 15 წლის გოგონამ, განგაში ატეხა. მან სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა და მშობლების მიერ სისტემატური ძალადობის შესახებ შეატყობინა. თუმცა, სამართალდამცველებს მისვლისას, სკოლის მოსწავლე ადგილზე არ დახვდათ - მამამისმა ის წაიყვანა და გაიქცა.ეჭვმიტანილის მანქანა მოგვიანებით იპოვეს და ის დააკავეს. მისი ცოლიც მას წინასწარი დაკავების იზოლატორში უკან მიჰყვა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ წყვილმა სამივე ბავშვს: 15 და 12 წლის გოგონებს, ასევე მათ შვიდი წლის ძმას, სექსუალური კავშირი აიძულა. -  წერს რუსული მედია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს და პეკინი მზადაა, ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს

ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს განუცხადა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იიმ ისრაელელ კოლეგას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ „ძალის გამოყენებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“.„ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძლიერების ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.ვან იის თქმით, ჩინეთი მზადაა ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს.

გაერო-ში ირანის ელჩი – ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების სარგებლიანობაში ეჭვი ძალიან გვეპარება

გაერო-ში ირანის ელჩი ალი ბაჰრეინი აშშ-თან მოლაპარაკებების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს.„ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი მოლაპარაკებების სარგებლიანობაში“, – განუცხადა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში ჟურნალისტებს.მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს თავის დაცვას აგრესიის დასრულებამდე.ამასთან, ბაჰრეინიმ აღნიშნა, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული რომელიმე ბაზა თუ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის ან შეჭრისთვის, თეირანი მას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მიიჩნევს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: „ძალიან გვიანია““, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ამასთან, ტრამპი აზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას სახელწოდებით: „ჩვენ ტრამპის დოქტრინის დაბადების მოწმენი ვართ“.„რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმაც იპოვა გზა, რომ შეეცვალა მსოფლიო სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოსტში.

ბოლო სიახლეები