ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, 75 წლის თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, მისი სტაციონარიზაცია მოხდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს” გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა განუცხადა, თავად პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას ვერ გასცემს.