იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია.
„16 წლიდან, ნებისმიერი ასაკის ადამიანი მაქსიმალურად უნდა იყოს მოცული. ეს ნიშნავს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აიცრას მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი, რათა ფართომასშტაბიანი გავრცელება შეწყდეს, ჩამოვიდეს ტურისტი, არ ამოქმედდეს „ჩაკეტვები“. ვხედავთ, რომ ამდენი ჩაკეტვით შედეგი ვერ მივიღეთ“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.