ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება. ინფორმაციას knews-ი ავრცელებს. თელავის მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმში უკვე ექპოზიციები შეაქვთ.
“ამ ეტაპზე უნიკალური ექსპონატები მეზეუმის ახალ საცავებში გადმოგვაქვს პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან, სადაც აქამდე იყო განთავსებული. მუზეუმის საცავებში ქეთევან იაშვილის კოლექციაც განთავსდება. შემდეგ დაიწყება ექსპოზიციების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ექსპოზიციონერები. შენობა თანამედროვე სტანდარდებით აშენდა, რომელიც სამსართულიანია”, – თქვა გურამ ურჩუხიშვილმა.
პროექტის საერთო ღირებულებამ 7 მილიონი შეადგინა. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა