პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025

თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა

ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება. ინფორმაციას knews-ი ავრცელებს. თელავის მუზეუმის დირექტორის,  გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმში უკვე ექპოზიციები შეაქვთ.

“ამ ეტაპზე უნიკალური ექსპონატები მეზეუმის ახალ საცავებში გადმოგვაქვს პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან, სადაც აქამდე იყო განთავსებული. მუზეუმის საცავებში ქეთევან იაშვილის კოლექციაც განთავსდება. შემდეგ დაიწყება ექსპოზიციების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ექსპოზიციონერები. შენობა თანამედროვე სტანდარდებით აშენდა, რომელიც სამსართულიანია”, – თქვა გურამ ურჩუხიშვილმა.

პროექტის საერთო ღირებულებამ 7 მილიონი შეადგინა. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ – უახლოესი დღეების პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.„3 ოქტომბერს – დათბობის რეპეტიცია,  4 ოქტომბერს კი სიცხის პრემიერა! ასეთია უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი. საქართველო შემოდგომის მეორე თვის დასაწყისს არისტოკრატული სიმშვიდით ხვდება, 3 და 4 ოქტომბერს ამინდის მთავარი მახასიათებელი მაღალი ატმოსფერული წნევა იქნება, შესაბამისად, უღრუბლო ცა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი.3 ოქტომბერს დაიწყება საგრძნობი დათბობა, 4-ში კი დაცხება - დასავლეთ საქართველოში +31 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი +25 გრადუსი იქნება.ამინდი სანაპიროზე ზუსტად ისეთი იქნება, რასაც ზღვაზე წასვლის გადაწყვეტილება სჭირდება +30, +32 გრადუსი.მზე, სითბო და თბილი ფიონი, რომელიც ზოგჯერ თავად ჰაერსაც ახალი სიცოცხლით აავსებს.მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი, ამიტომაც შესაძლებელია შესანიშნავი რუჯის მიღება, ეს შეიძლება იყოს სეზონის ბოლო ან ბოლოსწინა ,,პატარა ზაფხული"შემოდგომის შუქში შეპარული დღეები, როცა ბუნება გვაძლევს დროს - ამოსუნთქვისთვის, სანაპიროზე ფეხშიშველი სიარულისთვის...ასეთი ეპიზოდები, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია მოსალოდნელი - უღრუბლო ცა, დიდებულად მზიანი დღეები და მაღალი წნევა სიმბოლურიცაა... ისინი გვაგრძნობინებენ, რომ ბუნებასაც აქვს უნარი გაგვახაროს, თითქოს 3 და 4 ოქტომბერს ქვეყანა ერთგვარად იქნება, არაფრის მოლოდინში, ყველაფრის შეგრძნებით...“ - წერს მეტეოროლოგი.

ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სხვადასხვა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.„სამწუხაროდ, დაიღუპა თათია, კიდევ ერთი დედა და ქალი გამოასალმა ქმარმა სიცოცხლეს, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,“ - ამბობენ ოჯახის ახლობლები.ცნობისთვის, შემთხვევა კასპში, 25 სექტემბერს მოხდა. ქალი, რომელსაც ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამ დრომდე, თბილისის დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.შსს-მ ბრალდებული დაკავა - გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერლები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი განცხადებას ავრცელებენ

გენერლები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი განცხადებას ავრცელებენ:„ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკან დახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას! გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგავა!“- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპი – რესპუბლიკელებმა დემოკრატების მიერ მთავრობის იძულებითი დახურვის შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ნარჩენებისა და თაღლითობისგან გასასუფთავებლად

რესპუბლიკელებმა დემოკრატების მიერ მთავრობის იძულებითი დახურვის შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ მკვდარი ხის, ნარჩენებისა და თაღლითობისგან გასასუფთავებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.ტრამპის თქმით, ფიქრობს, თუ რომელი სააგენტოები შეიძლება შემცირდეს.„არ მჯერა, რომ რადიკალმა მემარცხენე დემოკრატებმა მომცეს ასეთი უპრეცედენტო შესაძლებლობა“, – წერს ტრამპი.ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ სამთავრობო თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებები „ძალიან ახლოსაა“.

პატარა გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება

გიორგი ბერიშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეგიძლიათ: თიბისი ბანკი:GE15TB7679445061100108; მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი:GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი

ბოლო სიახლეები