ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026

თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი

მინდა განვმარტო დეზინფორმაცია რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა. წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას.

ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. უ

ფრო მეტიც, წიქვაძის თქმით, ივანიშვილმა უპასუხა ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ვინმეს არ ეთქვა, თითქოს დაზარალებული მხარე რომელიმე კითხვას თავს არიდებს.

„მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. უფრო მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე.“ – აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს

გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.მიხეილ ყაველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.

მერაბ დვალიშვილი – აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ

მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ.კერძოდ, როგორც დვალიშვილი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ თავს.„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს და თავს დაგვესხნენ.დაცვის წევრები მე მიჭერდნენ, ისინი კი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვირტყამდნენ”, - აღნიშნავს დვალიშვილი.ის მიმართავს ნურმაგომედოვს, რომ თუ ჩხუბი უნდა, რეალურად "უნდა გავაკეთოთ".“რა მშიშარა ხერხია, ბიჭებო. მხოლოდ ჩვენ ორნი - მე და ჩემი მეგობარი - მოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები როგორც გველები მოგვეპარნენ უკნიდან. რანაირი ჩხუბია ეს? რანაირი კაცი აკეთებს ამას? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდა, მოდი, რეალურად გავაკეთოთ ეს. და თქვენ უკნიდან მოგვეპარეთ, როდესაც მხოლოდ ორნი ვიყავით, და მომზადებულები იყავით. რა ჯანდაბაა?" - აღნიშნა ვიდეოში დვალიშვილმა.

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარია.როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, მკვლელობაში ბრალდებული ან ბრალდებულები დაკავებული არ არიან.დეტალები ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი საკადრო რეზერვის ფორმირება და კომპანიის საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებელთან, გაეცნონ კერძო სექტორში არსებულ დასაქმების პერსპექტივებს, პროფესიული განვითარების მიმართულებებსა და დამსაქმებელთა თანამედროვე მოთხოვნებს.როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის კერძო სექტორთან პარტნიორობის გაღრმავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და პროფესიული კარიერის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია დროულად მოიპოვონ.„მემორანდუმი, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაფორმდა, სტუდენტებს მნიშვნელოვან პერსპექტივას სთავაზობს. შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, ფლობდნენ თანამედროვე პროფესიულ უნარებს და იცნობდნენ დამსაქმებელთა მოთხოვნებს. „ნექსთ მენეჯმენტი“ ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებშიც არის ჩართული. ეს თანამშრომლობა სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების გზებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ, ასევე, მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემაც. მისი განცხადებით, მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.ნატო ქათამაძის განმარტებით, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამასთანავე, დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც სტუდენტებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადონ.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია აკადემიურ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს უმაღლესი განათლებისა და დასაქმების სფეროების დაახლოებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის ფისკალური მდგრადობის, არამედ სამომავლო პერსპექტივების მიმართაც

ინვესტორების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი მაღალი ინტერესი ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის მიმდინარე ფისკალური მდგრადობის, არამედ მისი სამომავლო პერსპექტივების მიმართაც, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ განამტკიცა საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა.მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ, 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მინისტრი ასევე შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.

ბოლო სიახლეები