სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ

აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს მომავალ ნაბიჯებს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან.

„ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის, ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეიზღუდება თუ არა კაპადოკიის კლდოვანი წარმონაქმნების მონახულება მათი ჩამოშლის საფრთხის გამო?

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, კაპადოკიაში ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შედეგად, რაც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, თურქი ახალდაქორწინებული წყვილის და ფრანგი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა. ამ შემთხვევამ, უნიკალური კლდოვანი ლანდშაფტის შენარჩუნების და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალისტების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.კაპადოკიის კლდოვანი სვეტები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, ნევშეჰირის პროვინციაში, გიორემეს ეროვნულ პარკში მდებარეობს. 1985 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.„ზღაპრული საკვამურები“ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, რომ გიორემეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტების წვდომა დროებით შეიზღუდოს ან მკაცრად გაკონტროლდეს.მათ ასევე მოითხოვეს 150 კუბ.სმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მოტოციკლების, კვადროციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების აკრძალვა. ამის შესახებ ვებგვერდი EvrenSel-ი იუწყება.სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შენელ იოზდამარი იძლევა რეკომენდაციას, რომ ტურისტების დაშვება ვითარების სტაბილიზაციამდე შეჩერდეს.„ძლიერმა წვიმამ და ქარმა, რომლებიც ამ პერიოდში ჭარბობენ, კლდოვანი მასივების დაშლა დააჩქარა, ფერდობების მდგრადობა შეარყია და ბზარების წყლით შევსება გამოიწვია, რამაც ქანების გადაადგილება განაპირობა. ასეთ რისკ-ზონებში ადამიანებისა და ტექნიკის გადაადგილება უნდა შეჩერდეს”, – განუცხადა მან ვებგვერდ Onedio-ს.სამთო ტექნოლოგიების ექსპერტის, სერქან იჩელის თქმით კი, აუცილებელია, საცხოვრებლად გამოყენების მიზნით კლდეში გამოკვეთილი თითოეული უჯრედი ინდივიდუალურად შეფასდეს და მათი რესტავრირება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდეს, რათა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხე განეიტრალდეს.თავის მხრივ, გაზეთ „მილიეთის“ კაპადოკიის რეგიონულმა დირექტორმა, ჯემ ასლანბაიმ აღნიშნა: „კაპადოკიის უნიკალური, ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, ვულკანური ფერფლისა და ტუფის ეროზიის, მეორე მხრივ კი ქარის ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.V საუკუნიდან ეს ტერიტორია ქრისტიანული თემებით იყო დასახლებული. საცხოვრებლები, მონასტრები და ეკლესიები მათ უშუალოდ გიორემეს, ზელვესა და ჩავუშინის კლდოვან სვეტებში გამოკვეთეს.კაპადოკია იუნესკოს დაცვის ქვეშ არის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საჰაერო ბუშტით ფრენების და კლდოვან წარმონაქმნებს შორის სეირნობის მოყვარულთათვის.თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს კაპადოკიას 4,5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.როგორც „ჰურიეთ დეილი ნიუსი“, კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოიზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.ერსოის განცხადებით, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომმა თურქეთის ტურიზმის სექტორზე გავლენა მოახდინა, რაც ყველაზე მეტად მეორე კვარტალში იყო თვალშისაცემი.2026 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტით გაიზარდა და 25,53 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლის პირველ ცხრა თვეში კი შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,4 პროცენტით გაიზარდა და 51,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი – „განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება - ვორკშოპი „FORGE-AI – განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო. ვორკშოპის მთავარი სამიზნე ჯგუფი სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები არიან. პროგრამის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მონაწილეთა ინოვაციური და სამეწარმეო კომპეტენციების გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ინოვაციური იდეების პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნის ხელშეწყობა და სტარტაპეკოსისტემაში მათი ჩართულობის გაძლიერება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვორკშოპის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, FORGE-AI პროექტის კოორდინატორი გიორგი გიორგობიანი.როგორც გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ინტერაქტიული სწავლების, გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების პრინციპებს. მისი შინაარსი აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ინოვაციური მეწარმეობის საფუძვლებს, სტარტაპების განვითარების თანამედროვე მიდგომებსა და დაფინანსების მექანიზმებს.„ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილი ინტერაქტიული ლექციები და პრაქტიკული სესიები მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სტარტაპის სტრუქტურა, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი პრინციპები; ინტერაქციული სამუშაო ფორმატები – World Café, Startup Problem-Solving Clinics და Pitching; ინოვაციები და ევროპული თუ ქართული დაფინანსების წყაროები და მექანიზმები; წარმატებული ქართული სტარტაპების გამოცდილება; ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act) და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი რეგულაციური ჩარჩო.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავების მეთოდებს, ბიზნესიდეების პრეზენტაციასა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებას. გუნდური მუშაობა და პრობლემაზე ორიენტირებული სესიები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და საკუთარი იდეების განვითარების რეალისტური გზები განსაზღვრონ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი გიორგობიანმა.სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოპის საერთაშორისო ექსპერტული შემადგენლობა აერთიანებს საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, კვლევასა და განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას.ორდღიან პროგრამას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად გაუძღვებიან საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები: საფრანგეთი - Creative Valley (კრეატიული ველი) - ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარების ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობასა და ახალი ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციას წარმოადგენენ: ტუნდე კალაი - კვლევისა და განვითარების (R&D) და ინოვაციების კონსულტანტი; იან გოზლანი - Creative Valley-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გერმანია - DFKI (გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი) - ანდრეი გირენკო - კვლევისა და განვითარების ადმინისტრირების სპეციალისტი, ევროკავშირის დაფინანსების მიმართულებით; იან ალექსანდერსონი - მთავარი მკვლევარი (Principal Researcher) და კვლევითი თანამშრომელი (Research Fellow). ზაარლანდის უნივერსიტეტი (Saarland University), Triathlon - მორელია ვასკეს რენტერია - Triathlon-ის გუნდის წარმომადგენელი, მეწარმეობის მიმართულებით; სვენ ჰარდტი - სტარტაპების კონსულტანტი (Startup Consultant), მეწარმეობის მიმართულებით.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ვორკშოპს განსაკუთრებულ პრაქტიკულ და საერთაშორისო განზომილებას სძენს. მათი გამოცდილების გაზიარება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ევროპულ ინოვაციურ ეკოსისტემაში აპრობირებულ მიდგომებს, სტარტაპების განვითარების მექანიზმებს, კვლევითი იდეების კომერციალიზაციის გზებსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.„FORGE-AI-ის ფარგლებში ორგანიზებული ვორკშოპის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი აკადემიურ ცოდნას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ გამოცდილებას ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღებული ცოდნა რეალურ ინოვაციურ იდეებად და პერსპექტიულ ტექნოლოგიურ პროექტებად გარდაქმნან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული კომპეტენციების გაღრმავებაზე, არამედ შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და სამეწარმეო უნარების განვითარებაზეც.პროექტის საერთაშორისო განზომილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან გერმანიისა და საფრანგეთის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უშუალო თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების განვითარების თანამედროვე მექანიზმების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს,“- აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.სტუ-ის ინფორმაციით ვორკშოპი ორ სექციად იმუშავებს. რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თემატური მიმართულებების მიხედვით ჩაერთონ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში, იმუშაონ გუნდურად და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება უშუალოდ გაეცნონ.

სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „გახდი მეწარმე“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილოების ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე - „გახდი მეწარმე“ გაიმართა. ლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს. შეხვედრის მიზანს სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ბარქაია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ჯაბა ჯამაგიძე, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა ახალაშვილი და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი.ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია ბიზნესის წამოწყების, სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ.„როდესაც სტუდენტს ბიზნესის დაწყების სურვილი უჩნდება, ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს, რა პროცედურები უნდა გაიაროს და ვის მიმართოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრა. გვინდა, ახალგაზრდებმა მხოლოდ ბიზნესის იდეაზე კი არ იფიქრონ, არამედ იცოდნენ, როგორ აქციონ ეს იდეა რეალურ საქმიანობად. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან უშუალო საუბარი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ პასუხები პრაქტიკულ კითხვებზე და უკეთ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებსა და პროფესიულ გარემოს შორის ასეთი პირდაპირი კავშირი არსებობდეს“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზევე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკულ მხარეს, გაიაზრონ საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელების გზები და მიიღონ ინფორმაცია იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რომელთა გავლაც ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. მისი განცხადებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ პრაქტიკოსებისგან მიიღონ ინფორმაცია და უკეთ მოემზადონ პროფესიული საქმიანობისთვის.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებზე, მეწარმის სტატუსსა და საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელ საკითხებზე.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატშიც წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენციას მართავენ

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა -კონფერენციას მართავენ.შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 10-ზე მეტმა დიპლომატიურმა მისიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს (UN), პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, ჩეხეთის, ჰოლანდიისა და რუმინეთის წარმომადგენლები.როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, მუდმივი შეხვედრები მიმდინარეობს პარტნიორებთან და მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები.„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის ორმხრივი პროცესი. მათ აქვთ კითხვები და ინტერესი ოპოზიციური პარტიები რას აპირებენ და როგორ იმოქმედებენ, მეორეს მხრივ, ჩვენც გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები. ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, საქართველოში ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სურვილებისა, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრი, თავისუფალი არჩევანის პერსპექტივა და დავკარგოთ ყოველგვარი დემოკრატიული მომავლის გარანტიები“, - აღნიშნა წერეთელმა.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“

ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს​ ლოგოსა და სიმბოლოებს.„იქ ვინ არ არის „ნაცი“ — ბოკერია, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველანი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე — მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვინახავს. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

ბოლო სიახლეები