სამშაბათი, აპრილი 1, 2025

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ

ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ. თეთრმა სახლმა ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.

ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა მიღებული ინფორმაციის სისწორეს.

ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.

„ვერ ვიჯერებდი, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობა მოახლოებული სამხედრო გეგმების შესახებ ჩატში მსჯელობდა“, – აღნიშნა გოლდბერგმა.

გოლდბერგის თქმით, ის დაამატეს იმ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. 15 მარტს აშშ-მა ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში მიიტანა, რის შესახებაც ჟურნალისტის თქმით, შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა ინფორმაციის სისწორეს, როდესაც იემენზე აშშ-ის იერიშების შესახებ გახდა ცნობილი, გაიაზრა, რომ ეს სიმართლე იყო.

აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თინა ბოკუჩავა – არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია

დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა. 

ეკონომიკის სამინისტრო – რობინ დანიგანმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას

აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.

ანალენა ბერბოკი: უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა უკვე შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.„საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმართავთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსია.

ზედიზედ 4 მიწისძვრა მოხდა რამდენიმე საათში, აშშ-ს შტატ ნევადაში

აშშ-ს შტატ ნევადას მიწისძვრების სერია დაატყდა თავს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას Deilymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, ნევადაში ზედიზედ 4 მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან 13:29 საათის შუალედში დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 12:24 საათზე მოხდა.აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) 27%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს, რომ მომდევნო კვირაში კიდევ დაფიქსირდება მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 3 მაგნიტუდა ან მეტი იქნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტები „მედიქლაბჯორჯიას“ სტიპენდიას მიიღებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ორი გამორჩეული სტუდენტი სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” (MediClubGeorgia) სტიპენდიატი გახდება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა გასაჯაროვდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დიმიტრი მახათაძე და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ თანადამფუძნებელი ანდრო ათოშვილი.„შეხვედრას მასპინძლობა გაუწიეს სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ და დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა მარინა მესხიამ.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი სამომავლო დასაქმების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.დიმიტრი მახათაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის „მედიქლაბჯორჯიასგან“ სტიპენდიის დაწესება მიზნად ისახავს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიონალებად ჩამოყალიბების გზაზე.როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.„ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებსაც აწარმოებს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Siemens, Dräger, Fresenius, Philips, Schiller, Storz და სხვა. დიმიტრი მახათაძემ ისაუბრა ბიოსამედიცინო ინჟინრების როლზე თანამედროვე ჯანდაცვაში, “მედიქლაბჯორჯიაში” სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე, ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით კლინიკური ინჟინერიის სამსახურის მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.„მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ინიციატივას მიესალმა სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე.„ახალი სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინდუსტრიაში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა ფლობს საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება ამავე დასახელების ქართულენოვანი პროგრამაც, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად ძლიერი მხარდაჭერაა. სტიპენდიების დაწესება კი ნიჭიერ სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, რომ მეტი იშრომონ, წარმატებას მიაღწიონ სწავლაში და მზარდი კარიერა შეიქმნან ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში“, - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის ნიშნად, „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს საჩუქრად ფერწერული ტილო გადასცა.ხელოვნების ნიმუში განთავსდება დეპარტამენტის ინტერიერში, რომელიც „ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით მთლიანად განახლებული და აღჭურვილია.ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და მრავალმხრივი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.„პარტნიორობა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის არა მხოლოდ აძლიერებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის, არამედ მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს სტუდენტების მხარდაჭერას და რაც ასე მნიშვნელოვანია, მათი შრომის დაფასებას. მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მსგავსი ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარებას საქართველოში.სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სტუდენტებს უბიძგებს, მეტი შეიმეცნონ, მეტი ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა განახორციელონ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ინდუსტრიებთან პარტნიორობით ვიზრუნოთ ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, სადაც ახალგაზრდა თაობის ინჟინრები დაფასებულად იგრძნობენ თავს და მეტად იმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.მადლობას ვუხდით როგორც „მედიქლაბჯორჯიას“ - სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივისთვის, ასევე, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ - ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის საუნივერსიტეტო სივრცის განახლებისა და კეთილმოწყობისთვის. ეს კონკრეტული მხარდაჭერები და საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერია სულ უფრო აქტუალური ხდება და აღიქმება, როგორც სამედიცინო პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვიმედოვნებთ, მსგავსი ინიციატივები სხვა ინდუსტრიებსაც მისცემს ბიძგს, მხარი დაუჭირონ განათლებას, მეცნიერებას და განახორციელონ ინვესტიცია ნიჭიერი სტუდენტების განვითარებაში”, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების შესახებ ინიციატივა ურთიერთგაგების მემორანდუმით გამყარდება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” გენერალური დირექტორი მოაწერენ ხელს.

ბოლო სიახლეები