პარასკევი, მარტი 28, 2025

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასასრულის მისაღწევად და რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის სრულად გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკითხების შინაარსი. მათ განიხილეს კურსკის ოლქში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ ინფორმაციის მჭიდრო გაზიარებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რათა გაარკვიოს, თუ რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე, ხოლო „ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზე ცეცხლის სრული შეწყვეტამდე და შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებაზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს ამ სადგურების მართვაში. ამ სადგურების ამერიკული საკუთრება იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგა ხაინდრავა – მშვიდობისკენ სვლა გაცხადებული იყო, თუმცა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას

მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობისკენ სვლა, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც განიხილავენ იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.„ჩემ მერე, როცა მე მომხსნეს თანამდებობიდან, სამი მინისტრი იყო – ანთაძე, ბაქრაძე და იაკობაშვილი. ისინი 2006 წლიდან 2008 წლამდე ერთად იყვნენ ნახევარჯერ ცხინვალში. იაკობაშვილი ცხინვალში არ შესულა, ის იყო ერგნეთთან მისული. რომ არ მოგატყუოთ და არ შემეშალოს, სულ მცირე, 100-ჯერ ვიყავი ცხინვალში. ორი კვირა ისე არ გადიოდა, ცხინვალში რომ არ ჩავსულიყავი. რეგულარულად დავდიოდი, ღამით ვრჩებოდი იქ, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ. არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე იქ დაცვით ჩავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, დაცვა რატომ არ გყავსო? ასეთი ვითარება იყო და დამოკიდებულება, როცა ჩვენ შევუდექით ამ საქმეს.ერთი საინტერესო დეტალია, რომ სადღაც ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია წასვლა კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც ცხოვრობდა მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბარამიძეც იყო. დავსხედით და, პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა. პირველ მისვლაზე არაფერი ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, რომ, ზურა, მე აქ აღარ მოვალ. მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად. ამიტომ იქ, ამ წრეში, „ღამის მთავრობაში“ რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის-მეთქი. დღისით რომ ვიკრიბებით ხოლმე, პრეზიდენტიც რომ ესწრება ხშირად მთავრობის სხდომებს, იქ რა გადაწყვეტილებებიც მიიღება, მე მაგაში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი.ზურა იყო ამ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე და ბურჯი, ყველა იმ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, რასაც ჩვენ ვახორციელებდით – გია ვოლსკი, მე და სამინისტრო. პატარა სამინისტრო იყო, მაგრამ ძალიან კარგი ჯგუფი შეიქმნა. აქტიურად ვმუშაობდით ორივე მიმართულებით, უამრავი საერთაშორისო შეხვედრები გვქონდა,  ჟენევაში, ვენაში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში და სხვაგან“, – განაცხადა ხაინდრავამ.მისივე თქმით, იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა იყო ცალსახად სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი.„ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენგან მოდიოდა, ნებისმიერ შეხვედრაში, რომელიც ითვალისწინებდა საშვიდობო ინიციატივებს, ასეთი ბევრი იყო. არა მარტო რეზოლუციები და პროტოკოლები, რომელსაც ხელს ვაწერდით, და ეგეთი 49 პროტოკოლია, თუ არ ვცდები, ამ შერეული საკონტროლო კომისიის, არამედ ეუთო-ს და, განსაკუთრებით, ევროკავშირის მისიების მხრიდან მერე გამოიყო ფული. ყველას კარგად ესმოდა, რომ ძირითადი, რაც სამშვიდობო პროცესს საფუძვლად შეიძლება, ედოს, ეს არის ადამიანების საერთო ინტერესი. ამას ეუთო არ სჭირდება, ადამიანების ბუნებიდან გამოდის, როცა ჩვენ ერთი და იგივე ინტერესი გვაქვს, ვშრომობთ ერთად და ეს დოვლათს ქმნის ჩემთვისაც, შენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ეს არის ძირითადი წინაპირობა, რომ ჩვენ არ ვიჩხუბოთ ერთმანეთში, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით გასაყოფი არაფერი გვაქვს.პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობისკენ მივდივართ, მიდიოდა ამ „ღამის მთავრობის“ მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა. პირველი ამის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, აქ ზურაბ ნოღაიდელს ვუსმინე, ფინანსთა მინისტრი იყო და, შეიძლება, მისი გადმოსახედიდან რაღაც ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ, სამშვიდობო პროცესის თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობის ისე დახურვა, როგორც იმათ დახურეს, იყო პირდაპირი დარტყმა სამშვიდობო პროცესისთვის. ერგნეთის ბაზრობისთვის, სულ მცირე, 3-4 ათასი კაცი ფუნქციონირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მიხვდებით, რომ ეს არის პრაქტიკულად მთელი ცხინვალის მოსახლეობა.ამიტომ, ინტერესი და ეს ლაპარაკი – მაშინ თითქმის ყველაფერი არალეგალური იყო საქართველოში – ეს გადატრიალება რომ მოხდა, შევარდნაძის მთავრობის ბოლო წლებში, ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული, ყველა ქრთამს იღებდა და ყველამ კარგად ვიცოდით. ერგნეთის ბაზრობაზე რომ არ იქნებოდა იქ იდეალური წესრიგი და რაღაც არალეგალური ურთიერთობები იქნებოდა, ეგ ბუნებრივია. ერგნეთის ბაზრობის დახურვამ ეს არ მოსპო, პირიქით, უფრო ჩრდილში წავიდა. 50, 100 ტონა მანდარინი გადიოდა დიდი მანქანებით, გადაღებულიც მაქვს, როგორ გადის ცხინვალის მიმართულებით როკის გვირაბით რუსეთში, არალეგალური, აღარ ვლაპარაკობ სპირტზე, სიგარეტზე, პროდუქტებზე, რომლებიც მიმოიფანტა, ერთად კი არ იყო, როგორც მაშინ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა – მერაბიშვილის ბრძანებით, გორის პოლიციაში 40 ოსს მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, ვითარების ესკალაცია, დაძაბვა მიდიოდა, რაც არანაირად გამართლებული არ...

ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო.„ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ. ამ დროს მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველი, რაც გავაკეთე, სოზარ სუბარს დავურეკე, სახალხო დამცველი იყო იმ დროს. ვუთხარი, სოზარ, კატასტროფაა, იქ უნდა ჩავიდეთ-მეთქი. სოზარი იმ წუთში დამეთანხმა და ჩავედით, დავიარეთ ყველა ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში რომ შევედით, გოგო გამოვიდა და ქართულად გვკითხა: „მამაჩემი რატომ სცემეს, ოსი რომ არის, იმიტომო?“ ამ დროს იმ უბანში, სადაც ვიყავით, შეიარაღებული პირები სახლების წინ ისხდნენ და ხედავდნენ, იცოდნენ, სოზარი ვინ არის, მე ვინ ვარ. არანაირი აგრესია. ისე შევედით, რომ ჩოჩიევი არ გვახლდა. ბუნებრივია, ამან რაღაცა როლი ითამაშა, აი, რატომ სცემეს ხალხს? ამაზე კულისებში რა საუბრები იყო, ცალკე თემაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან, ადეიშვილისგან, ოქრუაშვილისგან ისეთი ფაქტების განხორციელება ხდებოდა, რომელიც ვნებდა ქართულ მხარეს და არა რუსულ ან ოსურ მხარეს. სადაც კი ჩავდიოდით, ყველგან ჩვენი საერთაშრისო მეგობრები, მხარდამჭერები ევროპიდან, ამერიკიდან გვეუბნებოდნენ, ამას რატომ აკეთებთო, არ შეიძლება, ეს შეწყდესო? ან რა მოაქვს ამას? მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო. ეს იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც, პარალელურად, ძალიან სერიოზული სამშვიდობო ურთიერთობა, პოლიტიკა, შეხვედრები მიმდინარეობდა საერთაშორისო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მამუკა ყურაშვილი – მოქალაქეთა ევაკუაციაზე საქმის კურსში ჩავაყენე გაერთიანებული შტაბი, გენშტაბის გარეშე სახლებზე დამეწყო კაკუნი? მთავარსარდალთან ამ თემაზე საუბრის საშუალება არ მომეცა

მოქალაქეთა ევაკუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონიდან გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის კურსში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში ამეტეხა უშიშროების საბჭოს, გენშტაბის გარეშე და სახლებზე დამეწყო კაკუნი, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფრომა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.მამუკა ყურაშვილმა უპასუხა კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვას: „როგორც კი თქვენ გაიგეთ ტელევიიზით ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია, თქვენ თვითონვე თქვით, რომ მივხვდი, მარტო ვარო. თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ სულ მცირე განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ. თუ იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის“.ამასთან, როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, ცდილობდნენ კონფლიქტის აცილებას.„ბოლო წამამდე ვცდილობდით, აგვეცილებინა კონფლიქტი. თუ იწყებ რაღაც ოპერაციას, მაშინ შენ აფრთხილებ, შენ გამოგყავს“, – აღნიშნა ყურაშვილმა.კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვაზე, უთხრა თუ არა უმაღლეს მთავარსარდალს, რომ შეიძლება, მოხდეს ომი, ესკალაცია, ჰქონდა თუ არა მასთან კონტაქტი, სამხედრო წესით ფორმალიზებულის საუბარი“, ყურაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხა.„უშუალოდ როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი, დავიძარით და შიგნით კონტაქტი არ მქონია, ოთახში იყო. ვერ მოვახერხე მასთან საუბარი. სამხედრო წესით მომესალმა. სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარზე მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. მე არ მქონდა ეს შესაძლებლობა.ვეტყოდი, რომ ალბათ თადარიგი უნდა დაგვეჭირა. კონფლიქტის ზონაში სჭირდებოდა თანათავმდჯომარეების გადაწყვეტილება ევაკუაციასთან დაკავშირებით. განცდა არ მქონია, რომ ჩემი ყოფნა სააკაშვილს იქ საერთოდ არ აინტერესებდა. დამრჩა უკმაყოფილების განცდა. ბრძანება ვინც მომცა, დავხვედრილიყავი უმაღლეს მთავარსარდალს, მისთვის არ მითქვამს ეს, სხვა საზრუნავი მქონდა, ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო. სხვა გამოწვევები იყო და გადამივარდა გონებიდან. მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად და კიდევ გრძელდებოდა სროლები, დავიძარი და წავედი იქითკენ“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.ამასთან, ყურაშვილს კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ კითხვა დაუსვა: „ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები“ განაცხადა, რომ „დაზარალებული უფრო ნაკლები იქნებოდა“.

მამუკა ყურაშვილი – შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გამათავისუფლეს, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ოქრუაშვილი დაიბოღმა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში

2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, მამუკა ყურაშვილის განცხადებით, ის შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს.ამის შესახებ ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, პირველ შემთხვევაში, 2006 წელს ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, რომ „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“, მეორე შემთხვევაში კი გათავისუფლდა 2011 წელს.კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.„ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდაკულუარული ინტრიგები იყო. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, ნოხის ქვეშ და კულისების უკან, რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, ოქრუაშვილმა გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, – განაცხადა ყურაშვილმა.მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.

“ეს ორი პროდუქტი კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარია!“ – რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე?

ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ მეტი ხახვი და ნიორი!🧅ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც. აქ არის 5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გახდეს ეს პროდუქტები თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი! 👇1️⃣ ნიორი და ხახვი – კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარი 🎗️ნიორი და ხახვი შეიცავს გოგირდოვან ნაერთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი რეგულარული მოხმარება შესაძლოა 60%-ით შეამციროს ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი.2️⃣ ძლიერი დაცვა ვირუსებისა და ინფექციებისგან 🦠ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს გაციების და გრიპის სწრაფად მკურნალობას 🤧. ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდი? – პირველივე სიმპტომების დროს ერთი კბილი ნიორის მიღება! 🧄 ასევე, ცხელი ხახვის სუპი შესანიშნავი დამატებითი საშუალებაა.3️⃣ ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება 🛡️ნიორი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. ის კლავს მავნე მიკრობებს, ნაწლავურ პარაზიტებს და სოკოვან ინფექციებს. ხახვიც იგივე ეფექტს იძლევა, განსაკუთრებით ბაქტერიების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისას.4️⃣ ნიორი და ხახვი ქოლესტერინის გასაკონტროლებლად 🫀კვლევების მიხედვით, ნიორი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის (LDL) შემცირებას და კარგი ქოლესტერინის (HDL) მატებას. ხახვიც ამ ეფექტს ავლენს, განსაკუთრებით, თუ ნედლად მიირთმევთ (მაგალითად, სალათებში ან სენდვიჩებში).5️⃣ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ❤️ნიორი ამცირებს არტერიულ წნევას, ხოლო ხახვი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რაც ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.🏠 როგორ მოვამზადოთ ნიორის ზეთი ყურის ტკივილის სამკურნალოდ?ინგრედიენტები:✅ 1 კბილი ნიორი 🧄✅ 2-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 🫒✅ პატარა მინის ბოთლი✅ ბამბის ტამპონიმომზადება:1️⃣ დაჭყლიტეთ ნიორი და მოათავსეთ ქვაბში ზეითუნის ზეთთან ერთად.2️⃣ დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ (არ უნდა ადუღდეს).  „არსებობს საშინელი მძიმე მეტალებით შეღებილი თეთრეულიც კი, ტანსაცმელში 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს ხელოვნური მასალა“ - რით ვიმოსებით?3️⃣ გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლში.გამოყენება:🩺 დაზარალებული ყური ზემოთ უნდა იყოს მიმართული.🩺 ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თბილი ნიორის ზეთი და ნაზად ჩადეთ ბამბის ტამპონი, რომ ზეთი არ გადმოვიდეს.🩺 გაიჩერეთ 10-15 წუთი.„ნიორი და ხახვი არამარტო გასაოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტებიც. მათი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას და ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებას!“ – წერს გიორგი ფხაკაძე

ბოლო სიახლეები