პარასკევი, სექტემბერი 5, 2025

თეა წულუკიანი – საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა.

თეა წულუკიანმა დასკვნაში არსებულ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასების და გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური.

„ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში.

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები, საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების აკრძალვა და მრავალი სხვა ცალკე აღებული უტოლდებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ასევე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდის გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.

„დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა – იგულისხმება შსს-ს სისტემასა და სასჯელაღსრულების სისტემაში მოპყრობა, რომელიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან კომბინაციაში, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, შურისძიებას და სხვ. მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულნი.

ერთად განთავსების ეს დამკვიდრებული  პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულადაც – ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით განხორციელებული; მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში ამ დაავადების ფართო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში;

საგამოძიებო კომისიამ იმ მრავალი საქმის განხილვის შედეგად, რომელიც თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაშია მოცემული, ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებისას. ამიტომაც ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად ჩადიოდა წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მოცემულ პირთა გვარ-სახელები და მათთვის გადაცემული ჯილდოების ნუსხები მოცემულია თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაში და საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი. სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითიც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის ევროპულ კონვენციას; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.

ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა – ეს გამოსვლა, ხაზს ვუსვამ, თარიღდება 2012 წლის 19 ივნისით – ცალსახა დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც, არჩევნების წინ ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი.

2004-2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მიერ არ ჩატარებულა თითქმის არცერთი სხდომა, რომელზეც ნათლად არ დადასტურებულა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც 2010-2012 წლებში, ბატონი გიორგი ტუღუშის საქმიანობისას მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამის მაგალითებიც მოცემულია დასკვნაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ...

ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„ხალხი არ უჯერებს და სისხლს არ ღვრის, ქართველების უმრავლესობამ უარი თქვა მეორე ქართველის სისხლის დაღვრაზე . ესენი ეცდებიან მუდმივად ეს რესურსი, ბერკეტი გამოიყენონ. თუნდაც გუშინ რაც მოხდა. ახალგაზრდა გოგოები, 15-17 წლის, იგინებიან ისეთი სიტყვებით, რომელსაც ადრე ვერ გაიგონებდი არა თუ გოგოს, არამედ კაცისგანაც კი. სახეზე ეტყობათ, რომ ეს გეგმის ნაწილია. უნდათ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში არ არსებობს არც კულტურა, არც მანდილოსნის თემა და არც თვითმყოფადობა, არც ქართული არაფერი. პოპულარულია იმ ადამიანების რომანტიზება, ვინც ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

-15 ქულა და ფულადი ჯარიმა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ზურაბ ხიზანიშვილი – გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გაიყო – რას ნიშნავს ეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, A23a, „სწრაფად იშლება“ რამდენიმე უზარმაზარ „ძალიან დიდ ნაწილად“. მანამდე ის თითქმის ტრილიონ მეტრულ ტონას (1.1 ტრილიონი ტონა) იწონიდა და 3,672 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, რაც დაახლოებით აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ზომისაა.მეცნიერები აისბერგს 1986 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ის ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფურ ყინულს მოწყდა. სად არის ახლა ყველაზე დიდი აისბერგიბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ოკეანოგრაფი ენდრიუ მეიერსი ამბობს, რომ აისბერგი სწრაფად იმსხვრევა და ძალიან დიდი ფრაგმენტები სცვივა, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი დიდ აისბერგებად კლასიფიცირებს.„მეგააისბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, განაცხადა მეიერსმა. A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიბმული, სავარაუდოდ მანამ, სანამ იმდენად არ შეიკუმშა, რომ ოკეანის ფსკერზე მოჭიდება დაკარგა.შემდეგ, 2020 წელს, აისბერგი ოკეანის დინებების მიერ იქნა აყვანილი, სანამ ისევ არ გაიჭედა ე.წ. ტეილორის სვეტში - მორევში, რომელიც წარმოიქმნება წყალქვეშა მთასთან შეჯახებისას. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აისბერგი კვლავ მოძრაობდა. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაგრამ მაისში კვლავ მოწყდა და დრეიფტი განაგრძო.ექსპერტმა აღნიშნა, რომ A23a „მიჰყვება ბედს“ სხვა მეგააისბერგების (A68 და A76) მსგავსად, რომლებიც ასევე დაიშალა სამხრეთ ჯორჯიასთან, ბრიტანეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიასთან სამხრეთ ატლანტის ოკეანეში.A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს ფლობს, თუმცა მეიერსის თქმით, ეს, სავარაუდოდ, „სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის „მომდევნო კვირების განმავლობაში ფრაგმენტაციას“ გააგრძელებს. უფრო თბილი წყლები და სამხრეთის გაზაფხულის დადგომა ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, „ძალიან პატარა აისბერგებად დაიშლება, რომელთა შემდგომი თვალყურის დევნებაც შეუძლებელია“.აისბერგის გახლეჩა ბუნებრივი პროცესია და მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მეგააისბერგების საკმარისი დაკვირვებები იმის დასადგენად, იზრდება თუ არა მათი რაოდენობა გლობალური დათბობის გამო. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით ტონა ყინული დაიკარგა გაძლიერებული გახლეჩისა და დნობის გამო, ძირითადად ოკეანის წყლების დათბობისა და ცვალებადი დინების გამო.ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ანტარქტიდაში საგანგაშო ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზღვის დონის კატასტროფული აწევა გამოიწვიოს.

მარკო რუბიო – ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან  სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები