პარასკევი, თებერვალი 20, 2026

თეა წულუკიანი: ოპოზიციამ აღიარა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი მაგიდასთან ჯდომა იყო, ამიტომ ნათელია, ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას კომპრომისად მიიჩნევდა და მათ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება არ სურდათ.

მისივე თქმით, სწორედ ამით ყველაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი.

„უკვე მრავალი კვირა და თვეა, მთლიანად ოპოზიციის მიდგომაა, რომ ისინი ჩვენთან, მაგიდასთან სხდომას თვლიდნენ კომპრომისად და მათი ერთადერთი დადებული შედეგი იყო, რომ ისხდნენ მაგიდასთან. მათ რეალურად მოლაპარაკება შეთანხმების მისაღწევად არ უნდოდათ. ამას ჩვენ ხშირად ვამბობდით, მაგრამ აკაკი მინაშვილმა დღეს საზოგადოებას ცალსახად დაუდასტურა, რომ ოპოზიცია თვლიდა, რომ მხოლოდ მაგიდასთან ჯდომა არის მისი მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც შეუძლიათ, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგან“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომლის რამდენიმე წინადადება იდო მოლაპარაკების მაგიდაზე.

„ეს წინადადებები მათ ჩვენსავით და ჩვენზე კარგად იციან, რაც იყო. ისინი რჩება ძალაში და თუკი ევროკავშირს კიდევ აქვს სურვილი, რომ მომავალში ძალისხმევა ჩადოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ რა თქმა, უნდა, მზად ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რურუა ვერ ჩაითვლება პოლიტპატიმრად, მელია კონკრეტული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის არის პატიმარი და ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას დღესაც შეუძლია გირაოს თანხა ჩარიცხოს, გათავისუფლდეს და სრულფასოვან პოლიტიკურ პროცესში ჩაებას. ის ამას არ აკეთებს, შესაბამისად, იმის გამო, რომ იყავი დეპუტატი პოლიტიკური მიზნებით მიტინგზე, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ. შესაბამისად, მათი მხრიდან ორად ორი მოთხოვნა იყო, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი და ჩაატარეთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ თემებზე ასე მარტივად ახლა შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ბოლოს აღიარეს სიმართლე, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაც მათ შეძლეს, იყო უბრალოდ მაგიდასთან ჯდომა, ამით ყველაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წელია, რაც ძირითად ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.მედიის ცნობით, ულუდაგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.სამართალდამცავებმა ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ალიჯან ულუდაგს ბრალად ედება „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“, „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „თურქული ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფა“.ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სოციალურ ქსელში „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.ალიჯან ულუდაგის „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი ბარბარა მასინგი გამოეხმაურა.„ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ალიჯან ულუდაგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის შესახებ რეპორტაჟებს აშუქებს. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს და მნიშვნელოვან წყაროებზე აქვს წვდომა, რაც მას მთავრობის თვალში საშიშს ხდის. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს, როგორც სერიოზულ დამნაშავეს ექცევიან, 30 პოლიციელს მიჰყავს, განზრახ დაშინების აქტს წარმოადგენს. ჩვენი კოლეგა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მასინგმა.„დოიჩე ველე“ მჭიდრო კონტაქტშია კოლეგის ნათესავებთან, ადგილობრივ ადვოკატებთან და თურქეთში მოქმედ სხვა შესაბამის ორგანოებთან.

ვიქტორ ორბანი: უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში კვლავ გამოეხმაურა.როგორც ორბანი წერს, უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს."უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. ისინი ოპოზიციური პარტია "ტისას" დაფინანსებით უნგრეთის არჩევნებში ერევიან. ისინი აგრეთვე პოლიტიკურ შანტაჟს მიმართავენ, ბლოკავენ რა "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას, რათა საწვავზე ფასმა და გადასახადებმა მოიმატოს. უნგრეთი არ დანებდება. ჩვენ უნგრულ ოჯახებს დავიცავთ," - წერს ორბანი.

ჯორჯია მელონი – კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე ძალიან კარგი მუშაობა მიდის, ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.როგორც მელონიმ აღნიშნა, მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადაჭრისგან ჯერ კიდევ შორია.„ვხედავ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლის შესაბამისად შემუშავდეს“, – განაცხადა მელონიმ.იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობა მიდის უკრაინის რეკონსტრუქციაზეც.მელონიმ განმარტა, რომ „ქაღალდზე არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. როგორც არა ერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, – აღნიშნა მელონიმ.

რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი...“, - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება

ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.როგორც მედია იუწყება, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს.როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.​​​​​​​​​​​​​​​​

ბოლო სიახლეები