შაბათი, აპრილი 18, 2026

თეა წულუკიანი – აგვისტოს ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართველი ჯარისკაცი, ჩვენ ვნახეთ ჯარის თავგანწირვა, როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა სამშობლოს წინაშე შეასრულეს მოვალეობა

პოლიტიკოსების ვალია, ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს. ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის თავგანწირვა. როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულეს მოვალეობა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არ არის, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად.

„ჩვენ არ გვაქვს გეგმაში, რომ სამხედრო გეგმა პოლიტიკოსებმა მოვიყვანოთ სისრულეში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგვჭირდეს. ეს გეგმა უნდა არსებობდეს სადღაც იქ, სადაც მუშაობთ სამხედროები, ამას ემსახურება თავდაცვა, მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც პოლიტიკური ნება ამ გეგმის განხორციელების, ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომ ჩვენ არ გვინდა, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად. ეს არის რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება 7 აგვისტოსი და როგორც ჩანს, სულ მცირე, 2007 წლიდან მოყოლებული, ეს გადაწყვეტილება სადღაც იხარშებოდა და წინასწარ წაგებულ ომში არასწორი საბრძოლო მოქმედებებისა და გეგმის ფარგლებში ჯარის და ოფიცირის შეყვანა იმ ომში, რომელსაც დიდი აზრი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სამხედრო გეგმას არ მიყვები და თურმე, ვანო მერაბიშვილმა უნდა აწარმოოს ომი. ეს გეგმა ალბათ არსებობდა და თავდაცვის სამინისტრო და შტაბი იმისთვისააა, რომ გეგმა არსებობდეს, თუმცა იმედი მაქვს, ამ გეგმას ევაკუაციის გეგმაც ახლავს თან და ამას ვკითხავთ შემდეგ სტუმრებს, ჰქონდათ თუ არა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, მაგრამ პოლიტიკოსების ვალია, რომ ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის და ჯარისკაცების თავგანწირვა იმიტომ, რომ ასე არიან ისინი აღზრდილები. ბოდიშს ვიხდი, ეს არ არის სამხედრო ტერმინი, მაგრამ როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა ყველამ საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულა ის მოვალეობა, რაც იყო მისი მოვალეობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავდროულად, წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაგროვა მტკიცებულებები და დაიცვა როგორც  ქართველი ჯარისკაცის ღირსება, ისე სახელმწიფო.

„ბევრი ვისაუბრეთ გუშინ იმაზე, როგორ გაწირეს და ჩატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა. იცოდნენ  რა ბევრად ადრე, სულ მცირე, 4 აგვისტოს, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ივლისის ბოლოსაცო, მაგრამ აგერ ვიგებთ, თურმე 2007 წლის ნოემბრიდან, 2008 წლის თებერვლიდან უკვე ცნობილი იყო, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და სამოქალაქო მოსახლეობა მაინც იქ ჩატოვეს და ჩაახოცინეს, დატოვეს რუსეთთან პირისპირ.

კარგი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად ჯარს, ეს არ არის იმ სასამართლოს ფუნქცია, ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად მთავრობას ან პარლამენტს, ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს ერთადერთი უფლებამოსილებაა, პირის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვლევა. ისე ჰქონდათ ცუდად ნაწარმოები საქმე, რომ იქ იყო რისკი, რიგითი ოფიცრის, რიგითი ჯარისკაცის და თუნდაც სამხედრო თანამდებობის მქონე პირის სისხლის სამართლებრივი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარიყო, როცა თქვენი მონათხრობიდანაც კი დასტურდება, რომ რეალურად, 2008 წლის აგვისტოს ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართვლი ჯარისკაცი.

ჩვენ ეს ღირსება დავიცავით ჰააგაში, ჩვენ დავიცავით ასევე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფო. იქ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ განიხილება, სადაც დღესაც შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, როგორ შევაგროვეთ წლების შემდეგ არარსებული მტკიცებულებები, ხან სად ვეძებდით, ხან სად, ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ეს მოჰყვა იმ ყველაფერს, თქვენ რომ ბრძანეთ, იმედია, ეს გეგმა არსებობს, რადგან ცხინვალი გასათავისუფლებელიაო. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა გყავდეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სამხედრო გეგმას არ დაისაჭიროებს. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე, სადაც სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა ქოიავას უსმენენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ…“- მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

ირანის საგარეო უწყება – ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.„ირანის გამდიდრებულ ურანსარსად არ გადაიტანენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს ირანთან, რათა გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში დააბრუნოს. „ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზე.

დონალდ ტრამპი – აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის.„ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „ბირთვული მტვერი“ და დასძინა, რომ ის „ძალიან მალე“ იქნება ამოღებული. როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ტრამპის მიერ ნახსენებ „ბირთვულ მტვერში“ იგულისხმება გასული წლის ზაფხულში აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული ბირთვული ობიექტების ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები.რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, გავრცელებული ცნობით, ირანი ფლობს 60%-მდე გამდიდრებულ 400კგ-ზე მეტ ურანს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის გულში-სადაც ხელოვნება ორ ცივილიზაციას აერთიანებს-ალი მოჯანი

,,გუშინ მომეცა შესაძლებლობა, მენახა ისტორიული შენობა — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — დედაქალაქის გულში; ადგილი, რომელიც მხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი კი არა, არამედ ამ ქალაქისა და მთელი რეგიონის მრავალშრიანი ისტორიის ცოცხალი მოწმეა. ეს შენობა, რომლის ფესვებიც მე-19 საუკუნემდე მიდის, თავდაპირველად არისტოკრატული საცხოვრებელი სახლი იყო და მოგვიანებით, მეოცე საუკუნეში, საქართველოში ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. მისი არქიტექტურა, ისევე როგორც თავად თბილისი, აერთიანებს ევროპულ დახვეწილობას, კავკასიურ სულს და აღმოსავლური ხელოვნების თვალწარმტაც ელემენტებს. ამ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებით თვალშისაცემია სარკეებიანი დარბაზები და დახვეწილი დეკორაციები — სადაც აშკარად იკითხება ირანული ხელოვნების კვალი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სწორედ ამ შენობის „ირანული ფანჯარა“ აღმოჩნდა — ფანჯარა, რომელიც მხოლოდ არქიტექტურული დეტალი კი არა, არამედ ღრმა ისტორიული კავშირის მაჩვენებელია. ამ ფანჯრიდან შეგიძლია გახედო საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის სამყაროს — ლამაზ ქვეყანას თბილი ადამიანებით, რომელმაც თავისი იდენტობა იზოლაციაში კი არა, ურთიერთობებში ჩამოაყალიბა. ეს ფანჯარა, უფრო ფართო მნიშვნელობით, ორი ცივილიზაციის შეხების წერტილია — ორი სამყაროსი, რომლებიც სულ მცირე სამი ათასი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან: უძველესი მეზობლობიდან დაწყებული, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კულტურული და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. აქ, თბილისის გულში, ისტორია არა მხოლოდ ცოცხლობს, არამედ ხელოვნების ენით კვლავაც გვესაუბრება''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს სამეცნიერო თვალსაზრისით ის უახლესი ისტორიული მოვლენა, რომლის მომსწრენიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავხდით და რომელიც უკავშირდება CERN-თან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ქართველი მეცნიერები და ინჟინრები ერთვებიან SHiP კოლაბორაციის საერთაშორისო კვლევით ინიციატივაში, რომელიც ორიენტირებულია ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების იდენტიფიკაციასა და მათი ფიზიკური თვისებების კვლევაზე. ეს მიმართულება თანამედროვე მაღალი ენერგიისა და ნაწილაკების ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ინტენსიურად განვითარებადი სფეროა - სამყაროს სტრუქტურის შესახებ ცოდნის რადიკალური გაფართოებით“, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის SHiP კოლაბორაციასთან მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ამჯერად უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) SHiP კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, CERN-ის SMS კოლაბორაციის ასოცირებულმა წევრმა - აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, CERN-ის SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა - პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა და KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ვახტანგ ცაგარელმა.დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, CERN-ის მეცნიერი - პროფესორი დანიელ ბიკი, სტუ-ის კანცლერი - პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი - პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN/CMS ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში - პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები, SHiP ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი - დოქტორი ირაკლი ლომიძე, სტუ-ის და KIU-ს სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფუნდამენტურ კვლევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე, შესაბამისად, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ექმნებათ შესაძლებლობა გააღრმავონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკაში, ნაწილაკების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და Grid-გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებით.როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ახალი მემორანდუმის თანახმად, SHiP ექსპერიმენტის ფარგლებში დაგეგმილ კვლევით პროექტებში ქართველი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მონაწილეობა ისეთივე წარმატებული და მრავალმხრივი იქნება, როგორიც იყო და არის CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტებში. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის, 2025 წლიდან SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი მაღალი კლასის ფიზიკოსებით, ინჟინრებითა და პროგრამისტებით არის დაკომპლექტებული, ჯგუფის ლიდერი კი ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორი ირაკლი ლომიძეა. ახალი თანამშრომლობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ სამეცნიერო პროცესებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსად მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას. მოხარული ვართ, რომ CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი მხარე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული სამეცნიერო საზოგადოების კვლევით და ტექნოლოგიურ პოტენციალს, მის პოზიციებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, შექმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობის მკვლევრებისთვის, რათა ისინი ეფექტიანად ინტეგრირდნენ საერთაშორისო კვლევით ეკოსისტემაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფუნდამენტური გამოწვევების დაძლევაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების კუთხით ახალი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ძირითადი მიზანი საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებაა.ზვიად გაბისონიას თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას, ამასთანავე, ქართველი ინჟინრების CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში ჩართულობის ზრდას.SHiP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორმა - ანდრეი გოლუტვინმა. მისი თქმით, ურთულესი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება 2031 წლიდან დაიწყება.როგორც ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, SHiP ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის - ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენას, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის უკეთ გასაგებად. მისი თქმით, პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამშრომლობაზე, და ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების ჩართულობა მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია. პროფესორმა გოლუტვინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების პროფესიონალიზმი უკვე კარგად არის ცნობილი CERN-ში და მათი წვლილი SHiP ექსპერიმენტში არსებით როლს შეასრულებს.თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN/SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონი - პროფესორი ანდრეი გოლუტვინი და პროფესორი დანიელ ბიკი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ მაღალტექნოლოგიურ სტროუ ლაბორატორიას ეწვივნენ და ShiP ექსპერიმენტისთვის 20 მმ დიამეტრის სტროუ ტრეკული მილების დამზადების პროცესი ადგილზე შეაფასეს. სტუ-ის ინჟინერ-მეცნიერთა მიერ დამზადებული სტროუ მილები SHiP ექსპერიმენტისთვის CERN-ში გაიგზავნება.სტუ-ის ინფორმაციით, პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილები დამზადდა. სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, უკვე ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), გლობალური ექსპერიმენტები: NA-62, SHiP; იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე გლობალური COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), გლობალური ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.

ბოლო სიახლეები