აკუსტიკური გიტარის ამერიკელი ლეგენდა, მსოფლიოს საუკეთესო ბლუზ აკუსტიკური გიტარისტების ტოპ ხუთეულში შესული კორი ჰარისი 11 თებერვალს თბილისში, კლუბ ოტიუში კონცერტს გამართავს.
ჰარისის კონცერტი ბლუზ ფესტივალის ფარგლებშია დაგეგმილი. ბლუზის დრედებიანი ამბასადორი, საღამოს ქანთრი ბლუზის, რეგის, აფრიკული და კარიბული ეთნომუსიკის ჰანგებით შეავსებს და მსმენელს ბევრ თამამ და არასტანდარტულ ინტერპრეტაციებს შესთავაზებს.
2003 წელს კორი ჰარისი გადაიღეს ფილმში “Feel Like Going Home” რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 70 ლარიდან იწყება