ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში მეზობელმა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს, რუსეთი სურს, ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს

ეს დივერსიული აქტები, რომლებსაც რუსები ჩვენს ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქვეყნებში აწყობენ, უკიდურესად სერიოზულია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს.კალასმა საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები მოიშველია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ჩადენილ ჰიბრიდულ ინციდენტებს სახელი უნდა დაერქვას და „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორიზმად“ შეფასდეს.ამასთან, კაია კალასის თქმით, რუსეთს საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და სწორედ ამიტომ ქვეყნისთვის პასუხის გაცემის დროს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვან.„რუსეთი სურს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს და რეაგირება ძალიან ძლიერი თუ იქნება, ეს ხალხის შეშინებას გამოიწვევს. ასე რომ, წევრმა სახელმწიფოებმა ბალანსი უნდა იპოვონ,“ – აღნიშნა კალასმა.ცნობისთვის, ინციდენტი 16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის მაგისტრალზე მოხდა. პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი დივერსიისა და ტერორისტული საფრთხის გამო ქვეყნის მთავრობამ კონკრეტულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან.

აშშ-ის სენატმა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილები გამოაქვეყნოს

აშშ-ის სენატმა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს სექსუალურ სკანდალში მხილებულ მილიარდერ, გარდაცვლილ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტი“ სენატმა ერთხმად, დაჩქარებული წესით, ფორმალური კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ეს კი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 427 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. შესაბამისად, კანონპროექტი სენატიდან პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.„საქმე არა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ან კონგრესისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას, არამედ ხალხისთვის იმ გამჭვირვალობის მინიჭებას ეხება, რასაც ისინი დიდი ხანია ითხოვენ,“ – აცხადებს აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი.შუმერი ჯეფრი ეპშტეინის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ვინც გოგონების მიმართ ძალადობას ხელს უწყობდნენ, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.ცნობისთვის, თავიდან დონალდ ტრამპი ფაილების გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა და კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდა, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებისთვის მიეცათ ხმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.

დონალდ ტრამპი – საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.ტრამპის თქმით, მადლობას უხდის საუდის არაბეთის პრინცს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე თანხმობისთვის. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას დათანხმდით. და რადგან საუდის არაბეთის პრინცი ჩემი მეგობარია, შესაძლოა, ის ტრილიონად აქციოს. მე ამაზე ვიმუშავებ. ეს 600 მილიარდი დოლარია, თუმცა შეიძლება, რიცხვი ცოტათი გაიზარდოს. ვნახოთ, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. საუდის არაბეთი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში და სამუშაო ადგილებში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მოჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა დღეს ან ხვალ ეს თანხა ტრილიონამდე მართლაც გაზარდოს.„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრ კარგ რამეს აკეთებთ, კარგ საფუძველს ქმნით ეკონომიკური ზრდისთვის, შეერთებულ შტატებში ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე, მუშაობთ მსოფლიო მშვიდობისთვის. მჯერა, დღეს ან ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის თითქმის ერთ ტრილიონამდე გაზრდას“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.მოჰამედ ბინ-სალმანს დონალდ ტრამპმა მიმართა კითხვით: „შენ ახლა ამბობ, რომ 600 მილიარდი დოლარი ერთი ტრილიონი გახდება?“, – რაზეც მოჰამედ ბინ-სალმანმა უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება.

გოგა მანია 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.ვის გაუმართლებს - გულწრფელ და კეთილ ადამიანებს.ვის გაუჭირდება - მათ ვინც არ იცის ემოციების კონტროლი და არის დისბალანსში და ცდილობენ, რომ ცუდით იმანიპულირონ. როგორც მოექცევით სხვას, ის ათმაგად უკან დაგიბრუნდებათ.მადლიერებით გავაცილოთ 2025 წელი და შევხვდეთ ცეცხლოვან ცხელის წელს მეტი სიყვარულით, დაფასებით და ადამიანობით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 23:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა.მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

ბოლო სიახლეები