მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში განაცხადა.მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.კალაძემ პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.„ამ სიტუაციაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანში და იემენში „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.
ჩიას თესლი უძველესი დროიდან არის ადამიანის საკვებ რაციონში, ის მექსიკური წარმოშობისაა და ძირითადი საკვები პროდუქტი იყო მაიას ტომისა და აცტეკებისათვის.მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები, ომეგა 3, მცენარეული ცხიმები:✅ვიტამინი-A1✅ვიტამინი-B1✅ვიტამინი- B2✅ვიტამინი-B3✅ვიტამინი-PP✅ვიტამინი-Kმისი შემადგენლობის 40% არის ბოჭკო, ამის გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოჭკოსშემცველი მცენარეა. იგი ასევე ხასიათდება ცილის დიდი შემცველობით, რაც ბევრი მცენარისგან გამოარჩევს.ასევე ჩიას თესლშია შეუცვლელი ამინომჟავა ომეგა 3, რომელიც თევზთან შედარებით უფრო მაღალია. ასევე, ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.მისი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია:❇️არეგულირებს წონას;❇️არეგულირებს არტერიულ წნევას;❇️არეგულისრებს სისიხლის სიბლანტეს, რაც თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.❇️ამცირებს გულის დაავადებების რისკსშეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ცილებს, რაც ძვლების ჯამრთელბისთვის მნიშვნელოვანია.მიღების წესი: რეკომენდებულიაერთი სუფრის კოვზი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ის სითხის მაღალი შეწოვის უნარით გამირჩევა და მიღებამდე სასურველია წყალში დაალბოთ.