თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში არის სხვადასხვა ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მან რაიონების გამგებლებს შუქნიშნების მოსაწყობად და ზებრა ხაზებისთვის ლოკაციების გამოვლენა დაავალა.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ „გადასასვლელ ზებრებზე“ დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ განათებები, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია”, – განაცხადა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.