2018 წელს თბილისმა მოგზაურობის ექსპერტების მოწონება დაიმსახურა და „საუკეთესო განვითარებად ადგილად“ („Best Emerging Destination”) დაასახელეს. ეს გადაწყვეტილება დამყარებულია წამყვანი სამოგზაურო მედიაკომპანიების რეკომენდაციებზე. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.
თბილისი, აგრეთვე, მოხვდა „2018-ის საუკეთესო“ (“Best of 2018”) სიაში, სასტუმროები, რესტორნებისა და სანახაობების ხარისხისა და რაოდენობის დამსახურებით.
“National Geographic”, “The Guardian” და “Rough Guides” თანხმდებიან, რომ დროა საქართველომ გაიცნოს საქართველოს დედაქალაქი.
„ქალაქი, რომელიც უამრავი კულტურის გავლენის ქვეშ მოქცეულა და საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის ნაწილი იყო, ინარჩუნებს თავის ორიგინალურობას და ამასთანავე, ღიაა ცვლილებებისთვის“ – წერს TripExpert-ი