თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა საოპერო მომზადების კათედრის უსაყვარლესი კონცერტმაისტერი ქალბატონი ნანა რუხაძე.
2022 წელს 42 წლიანი მუშაობის შემდეგ მან დაასრულა კონსერვატორიაში მოღვაწეობა.
იგი იყო სამაგალითო ადამიანი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი, მის ხელში საოპერო სტუდიის სცენაზე უამრავი ვარსკვლავი დაფრთიანდა.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს, საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.