ორშაბათი, ივნისი 15, 2026

თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან აუქმებს

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2018 წლის 10 აპრილიდან, შევწყვიტოთ კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კონტრაქტის გაუქმების შემდეგ,  „სითი პარკის“ ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას

მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.როგორც პრემიერი წერს, იმედოვნებს, ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას.„ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – წერს კობახიძე. 

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული

ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პოზიტიური კავშირი არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ბევრი ისეთი რეზოლუცია მიუღია, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.„ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბევრი რეზოლუცია გვინახავს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. რომელი ერთი გითხრათ, სააკაშვილის „წამებიდან“ დაწყებული, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით დასრულებული. ეს იმ ადამიანების კლასტერია, რომელთა მიზანია, საქართველო მაქსიმალურად იყოს დაზიანებული. დაზიანებული რატომ? – იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველომ არ გაითვალისწინა ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში შესული სახელმწიფო ყოფილიყო. ეს მათ ინტერესებში იყო, საქართველოს ინტერესებში არ ყოფილა. შემდეგ არჩევნებში უხეში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ და ლელო ვერ გაიტანეს. შემდეგ გადატრიალების მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ აქაც ვერ გადატრიალდნენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ შურისძიებას აგრძელებენ და ნებისმიერ საბაბს, იარაღს იყენებენ, მათ შორის იმას, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობდეს. სწორედ აქეთკენ ილტვიან. ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პოზიტიური კავშირი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პაკისტანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია

პაკისტანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს ყველა ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ დასრულებას, მათ შორის, ლიბანში.პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.„ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისადმი გამოხატული მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შარიფმა.მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შუამავლებმა. შარიფმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კატარს, როგორც პროცესის მთავარ მხარდამჭერს.შარიფმა ასევე ხაზი გაუსვა საუდის არაბეთისა და თურქეთის „მნიშვნელოვან წვლილს“ შეთანხმების მიღწევაში.

UFC-ის პრეზიდენტის პირველი საგანგებო განცხადება “რას იზამს ილია ახლა? მე გეტყვით” – რა თქვა დანა უაითმა

დანა უაითმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:„ილიასა და გეიჯის ჩხუბი საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლა გახდა, მაგრამ წლის საუკეთესო ჩხუბიც იყო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლაც, რომელიც საკუთარი თვალით გინახავთ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამხელა აუტსაიდერი გამოვიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა.მეორე რაუნდში ილიამ კორპუსში გეიჯის ისეთი დარტყმები მოარტყა... გეიჯი მათ გადაურჩა, შემდეგ კი ხელის მტკივნეული ილეთიდან და მახრჩობელა ილეთიდან დაიძვრინა თავი. ამ ჩხუბში ყველაფერი ნახეთ. ილია საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მოგვიწია, ის ოქტაგონიდან იქამდე გაგვეყვანა, სანამ გამარჯვებულის ხელს აღმართავდნენ.ილიას დიდი ზიანი აქვს მიღებული. ექიმი არ ვარ, მაგრამ მისი თვალი ისეთ მდგომარეობაში იყო, მგონი ორბიტალური ძვალი აქვს გატეხილი. ზუსტად არაფერი ვიცი. მასთან მიმართებით ჩემი გეგმები ასეთია: „დაისვენოს, გამოჯანმრთელდეს, პაუზა აიღოს.“ მას მძიმე საღამო ჰქონდა და მინდა, კონდიციები ბოლომდე აღიდგინოს. მის მომდევნო ჩხუბზე არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში წავიდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს.“

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ სამ მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ბოლო სიახლეები