კვირა, თებერვალი 8, 2026

თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს

რეგულაცია, რომელიც თბილისში სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას გულისხმობს, დედაქალაქში საცობების პრობლემას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელსაც დღეს შეკითხვა აღნიშნული რეგულაციის გამო, ბიზნესის შესაძლო დაზარალებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მისი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა რეგულაციების განხორციელება, რომელიც მერიის მიერ არის წარდგენილი.

კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიური განხორციელდა სამარშრუტო მიკროავტობუსებთან, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან მიმართებაში.

„ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც მძღოლები ვალდებულნი არიან მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ მიკროავტობუსი. ასევე,  ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით, მათ აქვთ ვალდებულება ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არ მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებობ და დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე და ადამიანების კომფორტზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, საცობებისა და გზებზე შეფერხებების თავიდან აცილების თვალსაზრისით, აღნიშნული რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია.

თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის თანახმად, სადისტრიბუციო ავტომობილები დედაქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდებადავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ

კაცმანის სხვა პოდკასტში“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მერაბ შარიქაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.„არამორაგბე ვერასდროს ვიქნები“, „მაინც იგივენაირად მტკივა“, „ციხე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე დოპინგი“, „იმპულსური გადაწყვეტილებები  არ უნდა მიიღო“, „წაგება არ შემიძლია, წაგება იმდენად არ მიყვარს, რომ მაგის ხათრით მიყვარს მოგება“, – ამბობს მერაბ შარიქაძე გადაცემის ანონსში.

ტელეფონის სქროლვის მოყვარულებს ექიმი ახალი დაავადების შესახებ აფრთხილებს

სმარტფონის ნეკის სინდრომი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ტრავმად აფასებს, ზოგი კი მას ნამდვილ დაავადებას უწოდებს. ეს ხდება იმ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულები არიან სმარტფონის ხშირ სქროლვას, როცა ნეკა თითით ტელეფონი ქვემოდან უჭირავთ. შედეგად, თითი დეფორმირდება და ტკივილსაც კი იწყებს. რევმატოლოგმა განმარტა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უჩვეულო დაავადებამ.„რა თქმა უნდა, სმარტფონის ნეკის სინდრომი რეალურია. თუ არის ძლიერი და მუდმივი ერთფეროვანი მოძრაობები, ბუნებრივია, აქ შეიძლება განვითარდეს ცვლილებები მყესში. ისინი შეიძლება ამოტრიალდეს და იქ გამოჩნდეს ზოგიერთი კვანძი. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ტელეფონს ყოველდღე ერთი და იგივე თითით დაიჭერთ", - თვლის ექსპერტი.ექიმის აზრით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი დაავადება გამოჩნდეს. თუმცა, სმარტფონის ნეკი თითის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს უფრო საშიში, ვიდრე სხვა მსგავსი დაავადებები, როგორიცაა სტენოზური ლიგამენტიტი. ასეთი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ხელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრევენცია. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ქირურგია და ხელის ოპერაციები მარტივი ნამდვილად არ არის.„ამისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა დასაწყისისთვის შეგიძლიათ სცადეთ მყესების გასწორება და ანთების მოხსნა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თუ სახსრები დაზიანებულია“, - გვირჩევს რევმატოლოგი..

ბოლო სიახლეები