შაბათი, აპრილი 11, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რა თამაშიც ითამაშა კანონპროექტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან სამარცხვინო იყო. არ შეიძლება მათ მიერ დაწერილი კანონი საქართველოსთვის „რუსული“ იყოს და ევროკავშირისთვის – ამერიკული, – ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტმა კანონად ქცევის გარეშეც შეასრულა თავისი მიზანი და საზოგადოებას დაანახა, თუ რა ზრახვები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„პირველი შემთხვევაა, მგონი, მსოფლიო მასშტაბით, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში. მადლობა ამერიკას ამ კანონის შექმნისთვის, რადგან ჩვენთან ამ კანონპროექტმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ ირგვლივ ფაქტობრივად გავაშიშვლეთ ყველა და ყველაფერი, ჯერ კიდევ კანონპროექტით.
თუკი ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, როგორც კი გავხდებით თუნდაც კანდიდატის სტატუსის მატარებლები, ვალდებულება გვექნება ეს კანონი მივიღოთ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს. მაინტერესებს მაშინ, სულ ახლო მომავალში, რას იტყვის ქართული ოპოზიცია – მივიღებთ თუ მაშინაც რუსული იქნება ეს კანონი?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა ღიად დაინახა, რისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ გვინდოდა გამჭვირვალობა – რომ ყველას სცოდნოდა, საქართველოში შემოსული თანხები თუ რისთვის იხარჯება ქვეყანაში. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კითხულობს – კი მაგრამ, ხომ არსებობს კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, რაღა საჭირო იყო ეს კანონიო. ეს კითხვა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციისთვის, რითაც გვედავებოდნენ. „იმედმა“ და „პოსტივიმ“ უკვე გაუშვა სიუჟეტები, სადაც ნაჩვენებია თუ რა დეკლარაციებს აბარებენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მეც მოვითხოვე ერთხელ და მომაწოდა ფინანსურმა დეპარტამენტმა ინფორმაცია. იცით რა არის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დეკლარაციაში მითითებული, რომლებიც მილიონობით გრანტს იღებენ უცხოეთიდან, ასობით მილიონს თუ არა? სულ სამი წინადადებაა: მივიღე ეს და ეს თანხა, ამდენი თანხა გავუშვი ხელფასებში, გადახდილია ამდენი საშემოსავლო, დღგ და ა.შ. ძალიან მშრალი ინფორმაციაა. პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მეორეხარისხოვანია რამდენი თანხა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ და რამდენი გაუშვა ხელფასებში, ჩემთვის მთავარია მიზნობრიობა. მიზნობრივი გამჭვირვალობა იყო სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა დასავლეთს, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა ქართულ, ოპოზიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ვეღარ იმუშავებდნენ იმ მიზნობრიობით. პირობას გაძლევთ, რომ ვეღარც იმუშავებენ, რადგან ხალხმა უკვე ყველაფერი გაიგო. აუცილებლად მოვითხოვთ ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას ყველა მათ გრანტზე, სწორედ ფინანსთა სამინისტროსგან და მათგან პირადად, რომ თქვან, რისთვის ხარჯავენ კონკრეტულ გრანტებს. კანონის გარეშე დავუსვამთ ამ კითხვებს – გვინდა, რომ პასუხები მივიღოთ“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასულიერო პირი მრევლს სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს

აღდგომის ღამეს ჯვრით მსვლელობისთანავე ეკლესიიდან გასვლის გავრცელებული პრაქტიკა მორწმუნეებს შორის სერიოზული შეცდომაა. - ამბობს მართლმადიდებელი მოძღვარი. მისი თქმით, ეს დღესასწაულის არსის არასწორად გაგებაზე მიუთითებს.ჯვრით მსვლელობა თავისთავად არ არის მიზანი; ის მხოლოდ სადღესასწაულო ცისკრის დასაწყისია... ლიტურგიის დაწყებამდე წასვლა ყველაზე მნიშვნელოვანის გამოტოვებას ნიშნავს.მან განმარტა, რომ ეკლესიის დახურულ კარებთან ჯვრით მსვლელობის კულმინაცია მხოლოდ წირვის ძირითად ნაწილზე გადასვლაა. ამის შემდეგ იწყება სააღდგომო ცისკარი და ლიტურგია, სადაც ზიარება ხდება - მორწმუნეებისთვის ცენტრალური მოვლენა.ღვთის მსახურის აზრით, აღდგომის სიხარულის სისავსე მხოლოდ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით არის შესაძლებელი.

ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

დონალდ ტრამპი – აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს, ეს საერთაშორისო წყლებია, სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ ისინიც დაგვეხმარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს „საკმაოდ მალე“ გახსნის.ტრამპის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვას საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია.აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ჰორმუზის სრუტე ისედაც გაიხსნება, რადგან სხვაგვარად ირანს ვაჭრობა და შემოსავალი არ ექნება.„შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს. ეს საერთაშორისო წყლებია. სრუტე ისედაც გაიხსნება. მარტივად: თუ ვერ გაყიდიან, ვერ გამოიმუშავებენ. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლა კი, ტრამპის თქმით, უკვე განხორციელდა.ჟურნალისტის კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ სარეზერვო გეგმის საჭიროება არ არსებობს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 12 დაშავდა.დაწყებულია გამოძიება.

ირანის ელჩი მადლობის წერილს აქვეყნებს-ამ მძიმე და სევდიან დღეებში, თქვენი – ქართველი ხალხის გულწრფელმა თანაგრძნობამ ჩვენს გულებში იმედის სინათლე აანთო

,,ამ მძიმე და სევდიან დღეებში, თქვენი – ქართველი ხალხის გულწრფელმა თანაგრძნობამ ჩვენს გულებში იმედის სინათლე აანთო. განსაკუთრებული მადლობა იმ 28 კეთილშობილ ადამიანს, რომლებმაც ქართულ-ირანული თემიდან მოწამეობრივად დაღუპულთა მიმართ გულწრფელი სამძიმარი გამოხატეს. ეს მხოლოდ სამძიმარი არ ყოფილა; ეს იყო ადამიანური სოლიდარობისა და ჩვენ ხალხებს შორის არსებული ღრმა ისტორიული კავშირის გამოხატულება. ამ რთულ დროს თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ ადამიანობა საზღვრებს არ ცნობს. ღრმა პატივისცემით''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

ბოლო სიახლეები