ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.
დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს – მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ – ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.
ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს – ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

