სამშაბათი, მარტი 11, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი

სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დასავლეთის კავშირებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის უმოქმედობა, რასაც დასავლეთი იჩენს, როცა არათუ არ აჩერებს სისხლისღვრას, არამედ საშინელი მოვლენების დამგმობი განცხადებების გაკეთებისგანაც კი იკავებს თავს და დუმილს ირჩევს.

„შემზარავ ფაქტებს ვუყურებთ ბოლო სამი წელი უკრაინაში და დღეს უკვე სირიაშიც. თუკი უკრაინაში საკუთარი დანაშაული ომის პოლიტიკის ავტორებმა „პატრიოტიზმით“ შეფუთეს, სირიაში ცდილობენ ეს საშინელი ფაქტები საპირისპირო მხარეს დააბრალონ და თავად ისევ „მშვიდობის მტრედებად“ მოგვევლინონ. თუმცა, უკვე იმდენად გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, რომ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი ვეღარ ატყუებენ.

საოცარი ისაა, რომ აქამდე ფარისევლურ შეშფოთება-აღშფოთებას მაინც გამოხატავდნენ და ახლა სამარისებური დუმილი აქვთ. დავიჯეროთ, სინდისმა შეაწუხათ? არა, უბრალოდ მათსავე მოყვანილ ხელისუფლებას ხომ არ გალანძღავენ? რაღაც მცირედით შეიძლება გააკრიტიკონ, მაგრამ ესეც მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.

პოლიტიკის დიდ თამაშებს ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, მაგრამ უკრაინის, ღაზის და ახლა უკვე სირიის მოვლენები ზედმეტად დიდი მსხვერპლია ახალი საუკუნის დასაწყისისთვის. ეს ის მსხვერპლია, რომელსაც რომელიმე მხარისთვის არც შედეგი მოუტანია და მსოფლიოც გაურკვეველ ქაოსში გახვია.

ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვტკივა. შემზარავია იმის გააზრება, რომ დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. სწორედ მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი, რისი უფლებაც საქართველოში არ მივეცით“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), მაგრამ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მოჭიდავეებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდათ მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.ხვალიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

„გამაგრდი, მატკო“ – რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა.როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.ნიკა მატკავას ტრაგიკულ დაღუპვას ეხმიანება რაგბის კავშირი და მორაგბე ლუკა მატკავას თანაუგრძნობს:„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

ვიტალი ბორისოვმა ალა პუგაჩოვას მის მიმართ მკვლელობის მცდელობაში ბრალი დასდო და საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი შეიტანა

უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მომღერალ ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში. ის ამტკიცებს, რომ პრიმადონა მის მოკვლას ცდილობს და უკვე მოაწყო მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ SHOT წერს.FPBC-ის ხელმძღვანელმა იუსტიციის გენერალ-მაიორს ანდრეი სტრიჟოვს მიმართა, რომ ეშინოდა მისი სიცოცხლის ხელყოფის გამო. მან შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა მზადდებოდა და რომ ალა ბორისოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შემკვეთი. მისი თქმით, მომღერალი შურს იძიებს მისი მოწოდებებისთვის, ჩამოერთვას ტიტულები და სახელმწიფო ჯილდოები, გამოაცხადოს იგი უცხოურ აგენტად და დაისაჯოს ანტირუსული განცხადებებისთვის.ბოროდინმა გასულ წელს უკვე მიიღო მუქარის შეტყობინებები და პოლიციაში განცხადებები შეიტანა. ამჯერად, FPBC-ის ხელმძღვანელი ასევე სერიოზულად შეაშინა პუგაჩოვას მხრიდან შესაძლო ქმედებებმა და მოითხოვა მომღერლის პასუხისმგებლობის დაკისრება სტატიით "მკვლელობა".

📽️„სააკაშვილი მიივიწყეს, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიაზროს მათ გვერდით…“ – მურმან დუმბაძე

„სააკაშვილი მიივიწყეს, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიაზროს მათ გვერდით ე.ი მე ვამბობ, რომ ჩვენ დიდი ფრონტი უნდა შევქმნათ არა მარტო იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს“ - ამის შესახებ „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„სააკაშვილი არის ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი  დღეს საქართველოში. კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტურო სააკაშვილს ჩემი პატივისცემა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს მან გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია საქართველოში არც ერთ პირველ პოლიტიკურ პირს. 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საღამოს 20:05 წუთზე მან აღიარა დამარცხება და ჩვენ წარმატებები გვისურვა...“, - განაცხადა დუმბაძემ. 

ბოლო სიახლეები