სამშაბათი, მარტი 17, 2026

თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება. ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო. ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული. მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით. განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს. წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო. ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას“, – წერს თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ.ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.მეთიუ უიტაკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აშშ-ის მოკავშირეების ინტერესებშია.„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეები უნდა შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას. საბოლოო ჯამში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მათ ინტერესებშია“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.„პოლიტიკო“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, ფაქტობრივად დაკეტილია ირანის მხრიდან გადაზიდვების წინააღმდეგ მუქარის გამო. სწორედ ამან გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელმაც გასულ კვირას ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ნატო-ს ოთხი დიპლომატის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ალიანსის სრულმასშტაბიანი მისია ნაკლებად სავარაუდოა.ორი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.„ზოგიერთი მოკავშირე ვერ შეძლებს ამ ძალისხმევაში ჩართვას. გარდა ამისა, ეს ნატო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობის სფერო არ არის“, – განუცხადეს დიპლომატებმა „პოლიტიკოს.“

დონალდ ტრამპი – მჯერა, კუბის დაპყრობის პატივი მექნება, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა

მჯერა, რომ კუბის დაპყრობის პატივი მექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს კუბასთან, რომელიც საწვავის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელა აიძულა, კარიბის ზღვის კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეეწყვიტა.მისივე თქმით, კუბა „კოლაფსის ზღვარზეა“.„ვფიქრობ, კუბა დასასრულს ხედავს. მთელი ცხოვრება მესმის შეერთებული შტატებისა და კუბას შესახებ, თუ როდის გააკეთებს ამას აშშ? მე მჯერა, რომ მექნება პატივი კუბის დაპყრობის,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი „კუბის აღებაში“, რომელიც 1959 წლიდან კომუნისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშაა, მან უპასუხა, რომ აშშ-ს „რაიმე ფორმით“ ჩარევა შეუძლია.„გავათავისუფლებ მას თუ ავიღებ. ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა, სიმართლე უნდა იცოდეთ. ამ ეტაპზე, ძალიან დასუსტებული ერია,“ – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები