ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

თამარ გაბუნია: ვირუსის მიმდინარეობის ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა.

„ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა საქართველოში და მას ფინეთის სახელით არ უნდა ესაუბრა.„მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა მან ფინეთის სახელით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, იმდენად პოზიტიური იყო ფინეთის წარმომადგენლის გაცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ამას მოჰყვა ისტერია და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მისვლით დააფიქსირა ფინეთის პოზიცია.„ამან გამოიწვია ისტერიკა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან. ამის დაბალანსება იყო მისი ამოცანა. რა ძალა აქვს?! ის ძალა აქვს, რომ გამოხატა ფინეთის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ძალა, როგორც ასეთი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, სიახლე ამაში არაფერი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის პლატფორმებზე ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, გარკვეულ რაოდენობას, რომ ვამბობ ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პოზიციაზე არ არის არც ევროპარლამენტში, არც ევროსტრუქტურებში. საკმაოდ აქტიურად და ხისტად გამოდიან საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად მაგრამ უმრავლესობას მაინც „სახალხო პარტიის“ მიერ მართული პოლიტიკური ძალები წარმოადგენენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება

სასულიერო პირი ასახელებს ლოცვას, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება.„არსებობს ერთი პატარა ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ეხმარება დღემდე: სულიერ ბრძოლებში, ცოდვასთან ბრძოლაში, სასოწარკვეთილების დროს, პრობლემების დროს, რომელმაც უამრავი ადამიანი აცხონა და უამრავი წმინდანი მისცა ეკლესიას. ეს არის ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იესოს ლოცვა ორი ვერსიით:უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე

ირაკლი კობახიძე – თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები

თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებითაც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხას იღებდა ხაბეიშვილი და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა.„მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია – რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი ორი შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს – ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს.ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე,  გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია.„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორად ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები