ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

თამაზ მოლაშვილი: ის ხალხი, ვინც ეუბნება პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალეო, ერთხელ წინ დამისვით და თვალებში შემახედეთ: ვეტყვი ორ სიტყვას – შვილი გყავს?

ის ხალხი, ვინც ეუბნება პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალეო, ერთხელ წინ დამისვით და თვალებში შემახედეთ: ვეტყვი ორ სიტყვას – შვილი გყავს? რაც ჩემს შვილს სააკაშვილმა მოაწია, მომიკლა შვილი, შენი შვილი რომ მოეკლა ასეთნაირად, ხელს მოაწერდი მის შეწყალებას? ამას თუ იზამდი, შენი შვილის მტერი ხარ მაშინ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

„დღეს საღამოს გაოგნებული შემოვედი სახლში. ვიცოდით, რომ შვილმკვდარი მშობლები ვიკრიბებოდით პრეზიდენტის სასახლესთან. რა თქმა უნდა, მივედი და ადამიანები ამბობდნენ – მივაწვდინოთ სიმართლის ხმა პრეზიდენტს. 15-20 წუთის შემდეგ მოვიდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს სურდა ჩვენთან შეხვედრა. წავედით, გაიღო რკინის ჭიშკარი და გამოვიდა პრეზიდენტი. მე გამაოგნა სამჯერ ნათქვამმა სიტყვამ – პირდაპირ, აგრესიული ტონით – „რომ შემომივარდით ჩემთანო“. არავის არ უნდოდა მაგ ჭიშკარში შესვლა, თვითონ გააღეს კარები. არ მინდა დავიჯერო, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს, მაგრამ ყველანაირად ისე მიდის საქმე, რომ თვითონ პრეზიდენტმა რატომ იკადრა ეს? როგორ მინდა, რომ ეს რომელიმე მრჩეველს დაჰბრალდეს. ნუთუ საქართველოს პრეზიდენტი, ხალხმა რომ ავირჩიეთ და ხალხის პრეზიდენტი რომ ჰქვია, თავისივე მიპატიჟებულ ხალხზე იტყვის, შემომივარდნენო? პრეზიდენტმა ხომ თქვა, რომ არ შევიწყალებო, ახლა რატომ ამბობს, რომ არ ვიტყვიო? პრეზიდენტი ხარ, მასხრად რას იგდებ ამდენ ხალხს, ან თქვი კი, ან არა. ის ხალხი, ვინც ეუბნება პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალეო, ერთხელ წინ დამისვით და თვალებში შემახედეთ: ვეტყვი ორ სიტყვას – შვილი გყავს? რაც ჩემს შვილს სააკაშვილმა მოაწია, მომიკლა შვილი, შენი შვილი რომ მოეკლა ასეთნაირად, ხელს მოაწერდი მის შეწყალებას? ამას თუ იზამდი, შენი შვილის მტერი ხარ მაშინ. მე ვინ გამომაგზავნა იქ? ჩემი შვილის საფლავმა გამომაგზავნა იქ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვთხოვ, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს სააკაშვილი. ეს საქართველოს და ჩვენი ახალგაზრდების მომავალს სპობს. “, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნათია თურნავა – სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.„საუბრები გვქონდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება. ასევე იცით, რომ სსფ-თან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს.გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფოკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეკა გიგაური – ღარიბაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მაგრამ მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში

ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.გიგაურის თქმით, ძალიან აშკარაა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ქვეყანა იზოლაციაში არ იყო.„ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. ჩემი აზრით, აქ ალბათ მაინც საუბარი იმაზეა, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „ოცნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავეს აკეთებდა, მაგალითად, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს ის გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მისი მხარდაჭერითაც და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში. ის არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე იდგა „ქართული ოცნების“ სათავეებში. 2012 წელს ის იქ იყო და კობახიძე მახსოვს, ჩემთან ოფისში დადიოდა, გაერო-ს ექსპერტი, თუ რაღაც იყო. არ ვაქებ და ნამდვილად მან დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თვითონ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უფრო მისიანია, ვიდრე დღევანდელი მათი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ეს ყველაფერი ალბათ შიგნით არის სანერვიულო, მათ შორის კობახიძისთვისაც, რადგან, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებდა ადამიანი, მაგრამ იზოლაციაში ქვეყანა არ ჰყავდა. ახლა ამათ ხელსაც არავინ ართმევთ – სანქციები, ბევრი რაღაც მოხდა. მგონია, რომ ეს არის შიგნით უკმაყოფილების, ეჭვიანობის საგანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).

„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია…“ – თემურ მიქელაძის რჩევა

ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია..., - ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია. ბავშვი წლის განმავლობაში, ვირუსული ინფექციებით, დაახლოებით, 8-დან 10-ჯერ უნდა ავადდებოდეს“, - ამბობს პედიატრი.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები