ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

თამაზ ბესტაევი – 2008 წლის ომის დროს ევაკუაციის გეგმა არ იყო, მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივები და რეგიონი მთლიანად

2008 წლის ომის დროს რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა ე.წ. ხელმძღვანელმა, ედუარდ კოკოითმა 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში ცხინვალიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო, რაც ტელევიზიითაც გადაიცემოდა.

„თანამშრომლებში შეშფოთება იყო, თუ ის ახორციელებს ევაკუაციას, რამისთვის ემზადება? ან იცის, რომ რამე უნდა მოხდეს? ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამაზე ინფორმაციას ვერ მივიღებდით და ვაგრძელებდით ჩვეულ ცხოვრებას. ორშაბათიდან პარასკევამდე იქ ვიყავით, შაბათ-კვირას თბილისში ვბრუნდებოდით, თუ ადმინისტრაცია იქ იკეტებოდა. ავნევის ხეობის მიმართულებით ფრონტი უკვე მოხშირებული იყო და უკვე 7 აგვისტოს გააქტიურდა სროლები, უფრო იქით, ცხინვალი, თამარაშენისკენ. ჩვენი ადმინისტრაცია ქურთაში იყო, ეს არის ის ტერიტორია, რომელსაც ცხინვალამდე ორი კილომეტრი აშორებს. პროგრამულად, როგორც გაწერილი მქონდა, 7 აგვისტოს ჰუმანიტარული ტვირთი წამოვიღე ახალგორში, დავარიგე და უკვე გვიანი იყო, ერედვიდან გადავდიოდით შემოვლითი გზით წვერიახოს გზას. ამ დროს კომუნიკაცია მქონდა ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბატონი დიმიტრი სანაკოევი იქ არ ბრძანდებოდა. არ მახსოვს, ხეობა როდის დატოვა. მოადგილეს ვეკონტაქტებოდი, რა ხდება ჩვენთან, ხომ არის მშვიდობა-მეთქი, რამე ბრძანება ხომ არ არის? არაფერიო, ყველაფერი ნორმალურადააო“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

მისი თქმით, 8 აგვისტოს, დილით ტყვიავის საავადმყოფოში გაიარა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო ფორმებში იყვნენ.

„ამ დროს ბომბდამშენის ხმები ისმოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი მეგონა, ეს ხდება 8 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე. სამსახურში რომ ჩავედი ავის მომასწავებელი სიჩუმე იყო, მოსახლეობა გარეთ არ იყო, სახლებში იყვნენ. სამსახურში გავაგრძელეთ მუშაობა. მოადგილესთან ხშირად მქონდა შეკითხვები, რა ხდება ჩვენს ცაზე, მეგონა, რომ ჩვენები ბომბავდნენ, ტელევიზიითაც გადაიცემოდა, ინტერნეტი არ იყო.  თანამშრომლებს ვუთხარი, სამხედრო არ გყავთ ვინმე, რომ გაგვარკვიოს, ეს „სუ“ ქართულია თუ რუსული? ტელევიზიით გადაიცემა, რომ კოკოითი გაიქცა და ცხინვალში ვიღას ესვრიან-მეთქი? მერე აღმოჩნდა, რომ რუსები იყვნენ. მივხვდი, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყო და დიდი მსხვერპლი. ტელევიზიებით აცხადებდნენ, რომ არ იყო ჩართული რუსული ჯარები და რომ მარტო კოკოითის ე.წ. სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას. 4-5 საათისთვის მოადგილემ მითხრა, რომ გორში ძალოვან სტრუქტურებთან თათბირზე მივდივართ. ინფორმაციული ვაკუუმი იყო. ვფიქრობდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, ადმინისტრაცია დაცალეო და ევაკუაცია მოახდინე. ევაკუაციას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჩააყენებდნენ საქმის კურსში და ასე შემდეგ. გორში ჩავედით, მოადგილე შებრძანდა საბჭოს სხდომაზე, მე არ შემიშვეს. გორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანდა: იბომბებოდა გორის ტერიტორია, ტყვიავის მიმართულებით სამხედრო ქვედანაყოფები, ფაქტია, რომ ვიყავით ძალიან ცუდ სიტუაციაში“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

მისი თქმით, იმ დროს ინტერნეტი არ იყო, მაგრამ ტელეფონი ჯერ იჭერდა.

„დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ხმამაღალი ტონალობით ვთქვი, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ხეობა, თუ რამე გაქვთ – აპარატურა, კომპიუტერი, ინსტრუმენტები, რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ გამოიტანოთ, გადმოდით გორისკენ. პირადი და სასწრაფოს მანქანები ჰყავდათ. მედპერსონალი და ექიმები ძირითადად ადგილობრივები იყვნენ. ერთი იყო მხოლოდ თბილისიდან. გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები, ვინც იქ იყვნენ: ჩქარა დაცალეთ-მეთქი. ვრეკავდი ავნევის ხეობაში, გამგებელი იყო გონერი კაპანაძე, მასთან ვრეკავდი, მითხრა, თითქმის ალყაში ვართო. რუსები რომ შემოვიდნენ, დაიწყეს მაროდიორობა, ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა. 71 არის გარდაცვლილი, ადგილობრივი მოქალაქე. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რომლებიც არ ტოვებდნენ სახლს და ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ. ძირითადი მასა წამოვიდა. ეს მოხდა 8-ში და 9-ში. უკვე 9 აგვისტოს შევიდნენ რუსები და დარჩენილი მოხუცები დახვრიტეს. ამ დაბომბვის დროს 71 ადამიანია დაღუპული, რომელიც მერე აღვრიცხეთ. 8-ში და 9-ში ის გაფრთხილების დონე რომ არ მომხდარიყო, ვფიქრობ, მეტ მსხვერპლს მივიღებდით. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად. ძალოვანებმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდნენ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო."მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს - გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც "უდავს" ეძახიან - მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნიბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა - სოლიდარობა.ხოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.და ხო, "დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!"საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!ბო ლო მდე !“ - წერს ბაია პატარაია.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებიული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსუსრვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.ოხანაშვილი აქამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე შესაბამისი კანონპრეოექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანო კი მას 15-18 აპრილს განიხილავს.

შალვა პაპუაშვილი – „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, რომ ევროპული დედაქალაქებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან

როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას.„საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები