მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!
პრეზიდენტო , პუტინის პატიმარი ზის ციხეში , ახლა ხომ ხედავს მთელი მსოფლიო , ახლა ხომ ხედავთ 2008 წელს რა გადაუტანია საქართველოს და ახალგაზრდა პრეზიდენტ – სააკაშვილს , როგორ გაუძლო პუტინის აგრესიას, დღეს მსოფლიოს თვალწინ ისტორია იწერება, ხალხი წერს ისტორიას იცავს მსოფლიოს აგრესორისგან, თქვენც დაწერეთ ერთი ფურცელი , გაათავისუფლეთ , ან შეწყალებით ან დიდი ამნისტიით (პოლიტიკური აქტით) პუტინთან მებრძოლი მესამე პრეზიდენტი!
თქვენც დაწერეთ ისტორიის დიდებული ფურცელი ამ მსოფლიო გაჭირვების ჟამს, ეს პრაგმატულად გათვლილი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება, მსოფლიო ომის წინ დადგა და ღირსეულად გაერთიანდნენ სახელმწიფოები ერთი აგრესორის წინააღმდეგ! ზუსტად ახლა იქნება დროული, მიიღოთ გაბედული და სახელმწიფოებრივი ,ხალხის შერიგებაზე გათვლილი გადაწყვეტილება ?✌️
” წერს თაკო ჩარკვიანი.