ორშაბათი, მაისი 19, 2025

თათული ედიშერაშვილი ქმრის, შვილებისა და ცხოვრების მთავარი როლების შესახებ

ჩემი შვილები, ჩემი ნანიკო და სესე. ძალიან მაგარი გოგოები არიან. ვერ ვისაუბრებ, როგორ მიყვარს ისინი, მაგრამ, გარდა ამისა, რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს ორივე, როგორც ადამიანები, როგორც პერსონები. მუდმივად აღფრთოვანებული ვარ მათით, მაგრამ მათ ნაკლსაც ვხედავ, შენიშვნასაც ვაძლევ, მკაცრი და დისციპლინირებული დედა ვარ.

მე მგონია, რომ თუ სწორად დაგეგმე დრო, ოჯახი და კარიერა შეთავსებადია. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ღამე შეიძლება გავატარო რეპეტიციაზე ან გადაღებაზე. მენდობა და არ მამოწმებს, მართლა იქ ვარ თუ არა და მართლა ამას ვაკეთებ თუ არა, მნიშვნელოვანია გვერდით ვინ გყავს, ზურგს ვინ გიმაგრებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს კარგი მოთმინების უნარი აქვს”, – ამბობს თათული ედიშერაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში გავიდა, ამ მიღწევით კი პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 132-ე ადგილზეა.საფრანგეთში გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ჯოვანი მპეტში პერიკართან სამ სეტში, 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა, თუმცა 90 სარეტინგო ქულას მოუყარა თავი.ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში დარჩება და წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში იწვიმებს.თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

დავით ლორთქიფანიძე – 26 მაისის ღამეს გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს, მოაქციეს ყულფში, მიზანი იყო დასჯა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ პარლამენტის ყოფილ წევრს, დავით ლორთქიფანიძეს უსმენენ.დავით ლორთქიფანიძემ კომისიის სხდომაზე 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიზანი იყო, ნებისმიერი საშუალებით რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, რის გამოც ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის დათესვას და ამის გამოხატულება იყო 26 მაისის ცნობილი მოვლენები.„რეჟიმის, რომელიც 2003 წლიდან ამ ქვეყანას, პირდაპირი გაგებით, ჯიჯგნიდა, მთავარი არსი იყო, ნებისმიერი საშუალებით რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ. ამიტომ, არაფერს ერიდებოდნენ, იყვნენ დაუნდობელნი. ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ დაეთესათ შიში, საზოგადოებაში ყოფილიყო განცდა, რომ მაინც აზრი არ აქვს, ჩვენ რაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. ამისი ნათელი გამოხატულება იყო 26 მაისის ცნობილი მოვლენები. მოგეხსენებათ, მაანამდე აქციები იმართებოდა, არაერთი აქცია წლების განმავლობაში, თუნდაც 7 ნოემბრის აქცია, 6 მაისის აქცია, რომლის მონაწილეებიც ჩვენ, ყველანი, უმეტესობა ერთად ვიყავით. 26 მაისის ღამეს საშინელი ამინდი იყო, კოკისპირული, თავსხმა წვიმა და ღამის 12:00 საათზე, აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაქციეს, ასე ვთქვათ, ყულფში, რომ მათ გასასვლელი არ ჰქონოდათ. გამოიყენეს რა სახის, რამდენი სახის საბრძოლო ტექნიკა, მხუთავი აირი, ხმოვანი სიგნალები და ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ერთი გასასვლელი ჰქონოდათ, რათა გარიდებოდნენ ამას. მიზანი იყო დასჯა. იმ ღამეს ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, ვხედავდით აქციის დროს – ქალბატონი ნონა, გოგი ქავთრაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, თამაზ მეჭიაური და ბევრი. დარბევა როდესაც დაიწყო, ვისაც წამოედებოდნენ, წაელეწებოდნენ, იჭერდნენ, ხელებზე უკეთებდნენ პლასტმასის მარყუჟებს.ლუკა კურტანიძეს რამდენიმე გაუკეთეს, ეტყობა, იფიქრეს, ერთს გაწყვეტსო. შემდეგ ყველა ეს ხალხი შერეკეს რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგრძელებდნენ ამ ადამიანებზე ფიზიკურ ზემოქმედებას. დამტვრეულ, დასახიჩრებულ ადამიანებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ეზიდებოდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ჰქონდათ დარჩენილი. ჩვენ, ვინც მოვახერხეთ და აქედან გავედით, იქ ვიყავით და დილის საათებში უკვე იქ მოჰყავდათ სასწრაფო მანქანები, ამისი კადრები არსებობს. პალატები როცა გაივსო დამტვრეული ადამიანებით, შემდეგ იატაკზე ყრიდნენ ამ დამტვრეულ ადამიანებს, სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი. მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, პირადად მე ვიყავი შესული, იქნებ საფენები, ადიელა, რათაც გამოიტანოთ-მეთქი, იატაკზე დააფინოთ და აქ მაინც დააწვინოთ ეს ადამიანები-მეთქი. კატასტროფული მდგომარეობა იყო. მახსოვს, დილით, გამთენიისას, ოთხი-ხუთი სააათი იქნებოდა, მოვიდა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ხმამაღალი ხმით ეკითხებოდა სპეცრაზმელებს, ირაკლი სად არისო. ირაკლი და არაერთი ადამიანი იმ ღამეს ზოგი მოიპარეს, ზოგი წაიყვანეს სადღაც ქალაქგარეთ, სასაფლაოებზე დაყარეს, დატოვეს. ამ ქალბატონთან ძალიან უხეში საუბარი ჰქონდათ სპეცრაზმელებს. რა თქმა უნდა, ჩავერიე და ვუთხარი, ქართველები არა ხართ, ქალბატონია, როგორ ელაპარაკებით-მეთქი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო…“ – გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ემშვიდობება.„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“, - წერს მამარდაშვილი.

ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონ მგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით, ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

ბოლო სიახლეები