შაბათი, მარტი 7, 2026

თავისუფლების მოედანზე ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია დასრულდა

9თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს და ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. აქციაზე ფლეშმობი “ომი არ დასრულებულა”.

ასევე გაიმართა სპეციალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც რუსეთის ოკუპაციას შეეხებოდა.

ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია თბილისის პარალელურად საქართველოს 12 ქალაქში გაიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიდერლანდების პრემიერი – ირანზე თავდასხმები, ისევე როგორც თეირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდება

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა.„გასულ კვირას ირანზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი საპასუხო ქმედება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდება“, –  განაცხადა იეტენმა ჰააგაში ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.მისივე თქმით, ნიდერლანდების მთავრობას ესმის ირანზე განხორციელებული დარტყმების, რადგან ეს ქვყანა საკუთარი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, დიდი ხანია, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო სამართლის დაცვა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიება, „რაც არ უნდა რთული იყოს“.ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზანი.„მთავარი კითხვაა, როდის ჩაითვლება თავდასხმები წარმატებულად?“ – განაცხადა იეტენმა.

ისრაელის საელჩო – 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს

ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო აღნიშნავს, მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება და ის რთულ დროში გამოიცდება.„ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა“. მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება – ის რთულ დროში გამოიცდება.ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი, ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47-წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.ჩვენ, ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველანი – ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები – ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და  მშვიდობაში.ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში – ისევე, როგორც  ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას. მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი – უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, სიტუაციის გამოსწორება მათზეა დამოკიდებული

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს,  სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული და მათ კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს.„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული. მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“, – წერს პაპუაშვილი.

მასუდ ფეზეშქიანი – საჭიროდ მიმაჩნია, ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა, ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშიანმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისთვის და აღნიშნა, რომ ირანი მეზობლებს თავს არ დაესხმება, „თუ ისინი პირველები არ დაესხმებიან თავს“.„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერა „პატივისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის“.ამასთან, ფეზეშქიანის თქმით, ირანი არ დანებდება და სამხედროები აგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს.„ირანი არასდროს დანებდება, ისინი ჩვენი უპირობო დანებების შესახებ ოცნებებს საფლავში წაიღებენ“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

მიხეილ სააკაშვილი – აფხაზეთის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ უკრაინული საჰაერო დრონები, თუ ეს ასეა, ეს უკრაინის კანონიერი უფლებაა და მხოლოდ მივესალმები

აფხაზეთის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ მათ თავს დაესხნენ უკრაინული საჰაერო დრონები, თუ ეს ასეა, ეს არის უკრაინის კანონიერი უფლება და მე ამას მხოლოდ მივესალმები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ის, რომ ოკუპანტებმა თავისუფლად ვერ იმოქმედონ აფხაზეთში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ძალიან მალე მოვა დრო, როცა ჩვენ უკრაინელების დახმარებით გავათავისუფლებთ აფხაზეთს რუსებისგან, მანამდე თბილისი უნდა გავათავისუფლოთ მოსკოვის მარიონეტ კრიმინალური დიქტატურისგან“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები