შაბათი, მაისი 17, 2025

“თავისუფლებაზე მღერი და გიორგევსკის ლენტი გაცვია!” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მარიამ შენგელიას “ევროვიზიის” გამოსვლიდან ფოტოს და წერს:

“თავისუფლება ქვია სიმღერას და მშვიდობაზე ვმღერიო ამბობ!
თავისუფლებაზე მღერი და გიორგეევსკის ლენტი გაცვია!
გეკითხებიან რა არის შენთვის მთავარიო და პასუხობ ფული, წარმატება და ჯანიო.
დასანქცირებული პარტიის კონცერტებზე დარბიხარ!
დასანქცირებული პარტიის პროპაგანდისტულ არხზე მუშაობ!
დასასანქცირებელი პროპაგანდისტების არჩევით გახვედი!

ფინალში გასვლა კი არა, სანქციები რომ არ დაგადეს მადლობა თქვი შვილო” – წერს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო მუჯირი – ალბათ დადგა დრო, აბორტთან დაკავშირებით ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, შემდეგ კი მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და გაამკაცრებს

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან სამ მილიონ შვიდასამდე შემცირდა და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად ზომებს არ იღებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია.„მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ, მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან შემცირდა სამ მილიონ შვიდასამდე და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების საშუალო რიცხვი, დაახლოებით 22 ათასია, ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, რიცხვი, სულ მცირე, ორმაგდება, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში, დაახლოებით 40-დან 50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ 10 და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება ყოველ წელს, დაახლოებით 50-55 ათასით ხდება, ამ ყველაფერზე გვაქვს დასაფიქრებელი. აბორტი უმძიმესი ცოდვაა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა, არ იღებს ზომებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ამით ღმერთ ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე და ჩნდება კითხვები, ვართ კი ბრძოლისუნარიანი და არის თუ არა ჩვენში სიცოცხლის სურვილი“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისი თქმით, ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას.„ფიზიკის კანონები როგორც არსებობს, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებს, სიკვდილსაც, ასევე არსებობს სულიერი კანონებიც და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებს, განადგურებას, სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ყველამ უნდა გავიგოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ემბრიონი, არის ჩასახული ადამიანი და, რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისი თქმით, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში.„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო. იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე, მაგრამ ამაზეც არის საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს, ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური ყოფილა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელშიც შეიძლება, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებას და შენარჩუნებას. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს პატრიარქი როგორც ამბობს, ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი, თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი. შეგვეწიოს უფალი ამაში. აი, ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს, ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და არიან ვხარობთ ჩვენ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება“, – განაცახდა მეუფე შიომ.

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ღირებულებების დასაცავად

მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ ყველაფერს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად.„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და დღეს ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გარშემო.მინდა, მადლობა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს მსვლელობას.კიდევ ერთხელ ხაზი, მინდა, გავუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ მსვლელობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას და ჩვენ, ასევე, დღეს უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ ამ მსვლელობას. ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ გაიზიარონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მინდა, მათ და ჩვენს თავსაც ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილენი.ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – გახარიას პარტია ამომრჩევლისთვის ინტელექტუალური ტესტია, იმედია, არჩევნებზე არაპრინციპული პოზიციები, ტყუილები სათანადოდ დაფასდება

ვინც ცოტას აზროვნებს, გასაგებია, რომ გახარია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, არც პარლამენტიდან გამოსვლაზე იყო თანახმა, ამომრჩევლის მოტყუების პრიმიტიული ხერხი იყო, რომ ბევრი სადღეგრძელო ეთქვათ და კონკრეტულად თავისი პოზიცია – არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია ერთგვარი ინტელექტუალური ტესტია ქართველი ამომრჩევლისთვის.„პარტია, რომელიც სულ იტყუება და არასდროს ლაპარაკობს ღიად, არ აყალიბებს მკაფიოდ თავის პოზიციებს და დიდ მხარდაჭერას იღებს ჩვენს საზოგადოებაში, ეს ცუდად მეტყველებს ამომრჩეველზე. იმედია, ამ არჩევნებზე ასეთი არათანმიმდევრული, არაპრინციპული პოზიციები, ტყუილები, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა, სათანადოდ დაფასდება ამომრჩევლის მიერ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მისი თქმით, არჩევნებში,ზოგადად, პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, არამარტო გიორგი გახარიას პარტიამ.„ამაში მათ არ ვაკრიტიკებ, მაგრამ, როდესაც ამბობ, ცესკო არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ ცესკო-ს, მთავრობის მიერ ჩატარებულ და დანიშნულ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა – ორპირობა ახასიათებს ამ ე.წ. ბარიერგადალახულ პარტიებს, განსაკუთრებით გახარიას. გახარიას და დანარჩენი 4,5,9,25 პარტიების რაღაც გაერთიანების ურთიერთობები ძალიან სპეციფიკურია. მაზოხისტურ ურთიერთობებს უფრო ჰგავს, როდესაც გახარია ლანძღავს ამ ხალხს და ეს ხალხი ამბობს, ჩვენ ერთად ვართ, ხმა ვისაც გინდათ იმას მიეცითო. ეს იმიტომ ხდება, რომ არანაირი იდეა ამ პარტიებს არ გააჩნიათ და რეალურად ბელადების პარტიაა. ვიღაცას ერთი ადამიანი მოსწონს, მეორეს, მეორე და რადგან ბელადების დონეზე, რაღაც ტიპის გაერთიანება არსებობს, აზრთა სხვადასხვაობის გამო დაბალ დონეზე კონფლიქტები ჩნდება, მაგრამ ფაქტია, ეს ოთხი პარტია დღემდე ერთად პოზიციონირებს, ერთად მოძრაობენ. მათ ერთნაირადაც მოიხსენიებენ – პროდასავლური კოალიცია და ა.შ. შიგნით რა ტიპის ურთიერთობებია და რატომ ლანძღავს ვიღაცას ვიღაცა – ჩემი საქმე არ არის“, – გნაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული, ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული...

ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ამავე დროს არის შეხსენება ყველასთვის, ქართველი ხალხი იდგება საკუთარ ღირებულებებზე.„ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია“, – განაცხადა პაპუაშვილი.

კახა კალაძე – ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს

ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებებს დაცვა სჭირდება.„უპირველესად, გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან ყველამ ვიცით ოჯახის მნიშვნელობა. ოჯახი, ოჯახური ღირებულება ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი. ამ ყველაფერს სჭირდება დაცვა. რა თქმა უნდა, ყველას ვულოცავ. ვხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული და ეს სასიამოვნოა. სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ქართულ ოჯახს ვულოცავ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კალაძემ.

ბოლო სიახლეები