შაბათი, მარტი 1, 2025

თავდაცვის სამინისტრო – სამხედრო მოსამსახურეები გურიისა და იმერეთის რეგიონების მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში, უკვე მეოთხე დღეა, აქტიურად მონაწილეობენ. გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან.

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად არის ჩართული დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. სამხედროები საჭიროების მქონე პირების – მოხუცების, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო დროებით ადგილსამყოფელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ისინი მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. საკოორდინაციო შტაბისგან მიღებული დავალებების შესრულებას კრიტიკულ მიმართულებებზე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შესაბამისი ტექნიკით აგრძელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

კაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

ვიქტორ ორბანი – ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები კი ომს, დღეს დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა, მადლობა...

ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ტრამპს მადლობას უხდის.როგორც ორბანი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

გია ვოლსკი – აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ...

კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ემოციურად ძალიან მძიმე ფონია, ამდენი ხალხი იხოცება. ყველას გვყავს ახლობლები უკრაინაში, არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს სახელმწიფო აშშ-ი, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. იქ რამდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ აშშ-ი არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რეალური გარანტია, როდესაც აშშ-ი დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, იგივე სასარგებლო წიაღისეულის, თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა, ამოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, აშშ-ს ჰქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერი არც იქ წავიდა მთლად დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა, აიღონ გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები