საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება. „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკმა მაიკლ ლიპერმამოაწერეს.
„ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ მიზნად სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.