სამშაბათი, ივნისი 2, 2026

თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება. „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკმა მაიკლ ლიპერმამოაწერეს.

„ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ მიზნად სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბასმაჯიანების ოჯახის ტრაგედია – ქალმა ქმარი და 6 დღის და 2 წლის შვილები მოკლა – პოლიციამ 4 ცხედარი აღმოაჩინა

ლოს-ანჯელესის ნორთ ჰილსის უბანში მკვლელობა-თვითმკვლელობის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება abc7.com.ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომლები ლონდელიუსის გამზირის 16200-ე კვარტალში მდებარე სახლში მივიდნენ, მას შემდეგ, რაც გასროლის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს.ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მოგვიანებით სამი მსხვერპლი ამოიცნო: 6 დღის ელა ბასმაჯიანი, 2 წლის ალეკ ბასმაჯიანი და 31 წლის ხაჯაგ ბასმაჯიანი. 30 წელს გადაცილებული ქალის სახელი არ გახმაურებულა.ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს არ ეძებენ და საქმეს დადასტურებულ მკვლელობა-თვითმკვლელობად იძიებენ.სროლას წინ უძღოდა ხმაური, შესაძლო ინციდენტების გამო.  დამატებითი დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

მარკო რუბიო – სომხეთთან შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის

სომხეთთან შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობით რუსეთი ბედნიერი არ არის.„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტრამპის მარშრუტის შეთანხმებას სომხეთთან გასულ კვირას. ტრამპის მარშრუტი არის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წამყვანი, თუმცა ეს გაცილებით მეტია. მას აქვს შესაძლებლობა, გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს და სომხეთი სტრატეგიული მდებარეობით გახდეს რეგიონში ვაჭრობის მთავარი ჰაბი. ეს წყვეტს წვდომის საკითხს, რომელზეც აზერბაიჯანი ზრუნავს. ეს იყო მათი ურთიერთობის გამაღიზიანებელი. მას შეუძლია სომხეთს ეკონომიკის ტრანსფორმაცია. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან საკმაოდ არააქტიური იყო. ეს ურთიერთობები ქვეყნებს შორის განახლდა, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ ყველა სახის შესაძლებლობა. ჩვენი შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსები იქ ჩვენი ჩართულობით ბედნიერები არ არიან. მათ სურთ სომხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არჩევნები წააგოს. ცხადი რომ იყოს, ჩვენ არ ვართ იქ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად, ჩვენ მათ არ ვეუბნებით, რომ არ იმეგობრონ სხვებთან. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია არამხოლოდ მშვიდობაზე, მშვიდობა მნიშვნელოვანია. ეს დასაწყისია. ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მიღებას. ამ დერეფნის გახსნით სარგებელს მიიღებენ აზერბაიჯანელებიც“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა”, - ამის სესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტი) პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (2021-2027) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის – ALGAEREVIVE“ - ეგიდით, ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და პროექტის კოორდინატორმა საქართველოდან, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ეძღვნება არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, არამედ იმ ფუნდამენტური გამოწვევების გააზრებას, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური გამოწვევაა, რომლის შედეგები უკვე მკაფიოდ აისახება როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. შავი ზღვა წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ სისტემას, რომლის მდგრადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატურმა ცვლილებებმა, ანთროპოგენულმა ზეწოლამ და მზარდმა გარემოსდაცვითმა რისკებმა ახალი გამოწვევები შექმნა ზღვის ეკოსისტემებისთვის. სწორედ ამიტომ, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში გივი გავარდაშვილმა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანი მართვა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. კლიმატის ცვლილებას არ გააჩნია სახელმწიფო საზღვრები. შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ლოკალური. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, სამეცნიერო ცოდნის ინტეგრირებითა და საერთო პასუხისმგებლობით შევძლებთ შევინარჩუნოთ შავი ზღვის ეკოსისტემა მომავალი თაობებისთვის.„კონფერენცია ტარდება ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის - „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის - ALGAEREVIVE“ - ეგიდით. ეს პროექტი ნათლად ასახავს თანამედროვე ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას ინოვაციებზე, კვლევებსა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცენარეების, როგორც ეკოლოგიური და ეკონომიკური რესურსის, კვლევა. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა მათ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ როგორც ეფექტიან მექანიზმს წყლის ეკოსისტემების აღდგენის, ნახშირბადის სეკვესტრაციის, ბიოპროდუქტების წარმოებისა და მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომები ქმნის საფუძველს იმ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვანი ქვეყანა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს რეგიონში ეკოლოგიური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და დიდი წვლილი შეაქვს საერთო მიზნების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული მოხსენებები, დისკუსიები და სამეცნიერო შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების პირობებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 40-მა წამყვანმა დელეგატმა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება წარმოდგენილი იყო უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის წამყვანი ინსტიტუციებით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შავი ზღვის აკადემიისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეცნიერები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) ექსპერტები.

ირაკლი კობახიძე – ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენით, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ხაბეიშვილი – საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო

მდორე, „დაველოდოთ“, „თავისით მოხდება“ პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა მეტი აქტიურობა.„მდინარაძის განცხადება – სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.130 მლნ კილოვატ-საათი რომ ებევრა მდინარაძეს, კითხეთ, ივანიშვილი გლდანში 430 მლნ მდე კილოვატ-საათს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და „ასეთების“ გამო გაუძვირა.კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს „მეამბოხე ხალხის ძალა“, მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე.შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.ამასობაში კობახიძე გამზადებულია „დასაკლავად“ და მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, „დაველოდოთ“, „თავისით მოხდება“, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.პ.ს მომეცა უფლება, ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე წერილთნ ერთად გამომიგზავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) :))მისამართი: ქ. რუსთავი #12 პენიტენციური დაწესებულება“, – აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.

ბოლო სიახლეები