ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

ზურმუხტისფერი – თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის აღნიშნული აქტივობა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა და სკრინინგი.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი დედაქალაქიც უერთდება მსოფლიო აქციას და კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამ მხრივ, დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

ჩვილის გადარჩენის პროცესში იაშვილის ქირურგები ჩაერთნენ – ინფორმაცია ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში. იაშვილის ქირურგებმა ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია - ამის შესახებ „პრაიმ თაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.„სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.

შალვა პაპუაშვილი – სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 ათასი ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად...

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები – „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თაავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, „ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“, „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯარით“, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი“.„ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან „მოლოტოვის კოქტეილის“ მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად.პოსტის ორიგინალი იხ. აქ: https://www.facebook.com/share/14U2ksbpudt/“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მარკო რუბიო – ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს აშშ-თვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას

ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ირანი აქტიურად მუშაობს ისეთი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, რომლებმაც შესაძლოა, კონტინენტურ ამერიკასაც მიაღწიოს.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ მინდა, გაიგოთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. ისინი ამჟამად არ ამდიდრებენ, მაგრამ ცდილობენ, მიაღწიონ იმ წერტილს, სადაც საბოლოოდ შეძლებენ. ირანს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, განსაკუთრებით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ბაზებს რეგიონში და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში. მათ ასევე აქვთ საზღვაო აქტივები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო გადაზიდვებს და ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან აშშ-ის საზღვაო ძალებს. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბირთვული პროგრამის გარდა, მათ აქვთ ეს ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ამერიკაზე თავდასხმისთვის და ამერიკელებზე თავდასხმისთვის, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძირითადად ბირთვულ პროგრამაზე იქნება ორიენტირებული და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ირანი უარს ამბობს ჩვენთან ან ვინმესთან ბალისტიკურ რაკეტებზე საუბარზე. და ეს დიდი პრობლემაა. ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, მაგრამ უკვე ახლა მათ აქვთ რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ინტერესებს. ჩვენ ამას სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევთ შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები