0 0
Read Time:31 Second

საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდომ“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, „გენგამს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

ორმატჩიანი პაუზის შემდეგ „ბორდოს“ მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და 85 წუთი ათამაშა. დავითაშვილიც ცდილობდა, მწვრთნელის ნდობა გაემართლებინა, მონდომებული იყო და აქტიურობდა.

ჟირონდელები მე-40 წუთზე დაწინაურდნენ – კარის წინ მარტო დარჩენილმა ქართველმა შემტევმა მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ზან ვიპოტნიკმა გაიტანა.

მეორე ტაიმში „გენგამს“ ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხან კი „ბორდოს“ შვედი მეკარე, კარლ-იოჰან იონსონი საიმედოდ თამაშობდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 26 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 35 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები