შაბათი, აპრილი 11, 2026

ზურა შევარდნაძე: დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამბყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია. – ამის შესახებ ქართველი მებაღე, ბოტანიკოსი, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს ” ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი,  ფლორისტ ტოჟე სვოი….” აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი  რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ  ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს,  მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი “ძვირფასები” კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..

კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?” – წერს ზურა შევარდნაძე.

ფოტო ზაქარია ჭელიძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

დონალდ ტრამპი – აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს, ეს საერთაშორისო წყლებია, სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ ისინიც დაგვეხმარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს „საკმაოდ მალე“ გახსნის.ტრამპის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვას საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია.აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ჰორმუზის სრუტე ისედაც გაიხსნება, რადგან სხვაგვარად ირანს ვაჭრობა და შემოსავალი არ ექნება.„შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს. ეს საერთაშორისო წყლებია. სრუტე ისედაც გაიხსნება. მარტივად: თუ ვერ გაყიდიან, ვერ გამოიმუშავებენ. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლა კი, ტრამპის თქმით, უკვე განხორციელდა.ჟურნალისტის კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ სარეზერვო გეგმის საჭიროება არ არსებობს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 12 დაშავდა.დაწყებულია გამოძიება.

ირანის ელჩი მადლობის წერილს აქვეყნებს-ამ მძიმე და სევდიან დღეებში, თქვენი – ქართველი ხალხის გულწრფელმა თანაგრძნობამ ჩვენს გულებში იმედის სინათლე აანთო

,,ამ მძიმე და სევდიან დღეებში, თქვენი – ქართველი ხალხის გულწრფელმა თანაგრძნობამ ჩვენს გულებში იმედის სინათლე აანთო. განსაკუთრებული მადლობა იმ 28 კეთილშობილ ადამიანს, რომლებმაც ქართულ-ირანული თემიდან მოწამეობრივად დაღუპულთა მიმართ გულწრფელი სამძიმარი გამოხატეს. ეს მხოლოდ სამძიმარი არ ყოფილა; ეს იყო ადამიანური სოლიდარობისა და ჩვენ ხალხებს შორის არსებული ღრმა ისტორიული კავშირის გამოხატულება. ამ რთულ დროს თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ ადამიანობა საზღვრებს არ ცნობს. ღრმა პატივისცემით''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

შემთხვევები, როცა იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი არ გადმოვიდა – ყველაფერი წმინდა ცეცხლის შესახებ

მბზინავი სვეტები, ელვა, სხივები: მომლოცველები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხდება იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში, როდესაც წმინდა ცეცხლი გადმოდის.ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი დედამიწაზე ყოველწლიურად ჩამოდის. მართლმადიდებლური აღდგომის წინა ღამეს ათასობით მომლოცველი იკრიბება იერუსალიმში, რათა საკუთარი თვალით შეესწროს ამ სასწაულს. როდესაც ტაძარში სპეციალურ განყოფილებაში ალის პირველი ციმციმები ჩნდება, ყველას უხარია: წმინდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეული ცხოვრების წესი ასეთი დარჩება კიდევ ერთი წელი. მაგრამ მართალია, რომ აპოკალიფსი მოვა ზუსტად მაშინ, როცა ცეცხლი არ გადმოვა?როგორ დაიწყო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიციამსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც წმინდა ცეცხლი იხილა, იყო პეტრე მოციქული. როდესაც ყოფილმა მეთევზემ გაიგო მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მაშინვე გაიქცა იმ ადგილას, სადაც იესო დაკრძალეს. მაგრამ თავისი მასწავლებლის ნაცვლად მან გამოქვაბულში მხოლოდ სასწაულებრივი ცეცხლი დაინახა, რომელიც გარშემო ყველაფერს წმინდა შუქით ანათებდა. ეს ამბავი ზეპირად იყო გადმოცემული ადრეული ქრისტიანობის დროს. ხოლო წერილობით წყაროში წმინდა ცეცხლი პირველად ევსები პამფილუსმა მოიხსენია IV საუკუნეში. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ წერდნენ კათოლიკე პაპი ურბან II, არაბი ისტორიკოსი ალ-მასუდი და აბატი დანიელ პილიგრიმი.წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოდის. იქ მთავარი სამსხვერპლო არის წმინდა საფლავი. საფლავის ადგილზე არის სპეციალური სამლოცველო - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. წმინდა ნათელი სწორედ აქ ჩნდება. კუვუკლიაში მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს უშვებენ. ეს არის ტრადიციულად მისი უნეტარესი ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი და სომხური სამოციქულო ეკლესიის უფლებამოსილი წარმომადგენელია. სამლოცველოს შესასვლელთან კი კოპტური და სირიის ეკლესიების მღვდელმთავრები ელოდებიან.იერუსალიმის პატრიარქი საკურთხეველში შედის სამხრეთ კარიბჭის გავლით და კუვუკლიაში შესვლამდე, ტანსაცმელს იხდის. შემდეგ კი სომხეთის წარმომადგენელთან ერთად შედის შიგნით, მორწმუნეები ელიან, წმინდა ცეცხლი გადმოვა თუ არა. ზოგჯერ წმინდა შუქი არ ჩნდება დიდი ხნის განმავლობაში: რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის ზარები იწყებენ რეკვას, იერუსალიმის პატრიარქს ის კუვუკლიიდან გამოაქვს, მორწმუნეები კი მისგან სანთლებს უკიდებენ. ამრიგად, წმინდა ცეცხლი საქართველოშიც აღწევს და ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს წმინდა მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიით. წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი თვისებები და როგორ ხსნის მათ მეცნიერება წმინდა ცეცხლი თავისთავად მოულოდნელად გადმოდის და პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებს არ გიწვავს და ეს პრაქტიკაში გამოცდილია. მართლმადიდებელ მეცნიერთა საზოგადოების ხელმძღვანელი, დეკანოზი გენადი ზარიძე სპეციალურად ამ ცერემონიისთვის იერუსალიმში ჩავიდა პირომეტრით. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს ცეცხლის ტემპერატურას. გარდამოსვლიდან პირველ 15 წუთში წმინდა ცეცხლმა აჩვენა 40 გრადუსი, შემდეგ კი - 320. მორწმუნეებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს შეეხნენ ამას ადასტურებენ: პირველ წუთებში ალი არ წვავს, მაგრამ სასიამოვნოდ გათბობს. ჩვეულებრივი, არამართლმადიდებელი მეცნიერები ამას უკავშირებენ პლაზმის თვისებებს, როგორც მატერიის საერთო მდგომარეობას.რა მოხდება, თუ წმინდა ცეცხლი არ გადმოვა?მორწმუნეებში გაჩნდა აზრი, რომ წმინდა ცეცხლი აპოკალიფსის ნიშანია. თუ ის არ გადმოვა, დაიწყება სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა. წლიდან წლამდე ცეცხლის გადმოსვლას ყველა ელოდება სუთქვაშეკრული. კიდევ ერთი წელი ვიცხოვრებთ? ანუ უნდა მოვემზადოთ ანტიქრისტეს მოსვლისთვის? მაგრამ ეკლესიას აქვს საკუთარი პასუხი მსგავს ცრურწმენებზე. უბრალოდ არ არის მართალი, რომ წმინდა ცეცხლი წინასწარმეტყველებს აპოკალიფსს. თავად იესომ თქვა: „თქვენ არ გევალებათ იცოდეთ დრო, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“. ეს ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლის გამოთვლას აზრი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საიდუმლო ადამიანებს ფაქტის შემდეგ გაუმჟღავნდება.ყოფილა შემთხვევები, როცა წმინდა ცეცხლი არ გადმოსულა. პირველი მათგანი 1101 წლით თარიღდება. რამდენიმე ათეული წელი იყო გასული ერთიანი ეკლესიის მართლმადიდებლურ და კათოლიკურად დაშლის შემდეგ. იმ დროს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ღვთისმსახურება კათოლიკეებმა აღასრულეს. მათ რაღაც არასწორად გააკეთეს, ამიტომ ალი მთელი დღის განმავლობაში უარს ამბობდა გადმოსვლაზე და მხოლოდ მაშინ, როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირები ცერემონიაზე დაუშვეს, ყველაფერი გამოვიდა. იყო ამბავიც კი, როდესაც წმინდა ცეცხლი გადმოვიდა არა კუვუკლიაში, არამედ ტაძრის კედლების გარეთ. მაშინ იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუს IV მსახურებაზე არ დაუშვეს; ის იდგა ქუჩაში და ცეცხლი მასზე დაეშვა.

ბოლო სიახლეები