პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ციხიდან გავრცელებულ წერილში ჯაფარიძე წერს, რომ უშუალოდ “კოალიცია ცვლილების” აკრძალვით ერთობა აკრძალეს, ამით კი მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა რისი ეშინიათ – ძალების კონსოლიდაციის.

ჯაფარიძის განმარტებით, რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გაერთიანდნენ კოალიციის წევრები, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

ჯაფარიძე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს აქციებში ხედავს – ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!”.

“ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე. ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.

აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, “ლელოს” სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა – სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.

“ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” – ასევე არის სისულელე.

თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე. ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ, რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.

ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე – სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს – ძალების კონსოლიდაციის.

2024-ში “დროას”, რომ ჰქონდა ნომერი – 1, ჩვენი კოალიცია დიდი ალბათობით “დროას” ბაზაზე გაკეთდებოდა.

ამიტომ, მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.

რუსებმა გვითხრეს 2 რამე: ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას – ავკრძალავთ; ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს – ავკრძალავთ.

თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი. ანუ ეშინიათ ძალების კონსოლიდაციის და კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ. ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.

ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:

ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას; ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.

თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.

ანუ უნდა იყო რუსების “ჩმორი” … ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.

“დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია, ჩემი აზრით, სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.

და ბოლოს – არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.

ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.

ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!“, – წერს ჯაფარიძე წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...

გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.

„ატლანტიკი“ – ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი, უსაფრთხოების მოსაზრებებით, საცხოვრებლად სამხედრო ბაზებზე გადავიდა

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი, უსაფრთხოების მოსაზრებებით, საცხოვრებლად სამხედრო ბაზებზე გადავიდა.ამის შესახებ ჟურნალი „ატლანტიკი“ იტყობინება.მაღალჩინოსნების გადაყვანის მიზეზებად სახელდება დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, ასევე მუქარები სახელმწიფო მოხელეების და მათი ოჯახების მისამართით და პოლიტიკური ძალადობა, მათ შორის აქტივისტ ჩარლი კირკის მკვლელობა.გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზებზე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები იცავდნენ.„ატლანტიკის“ ინფორმაციით, სამხედრო ბაზებზე გადავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი, ტრამპის შიდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სტივენ მილერი და მისი მეუღლე ქეითი, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესების დეპარტამენტის წარმომადგენელია.გამოცემა ასევე ახსენებს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, რომლის სახელიც „გარე საფრთხესთან დაკავშირებული მოსაზრებებით“ არ სახელდება. იგი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ გადავიდა სამხედრო ბაზაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა დაჟინებული რეკომენდაციის საფუძველზე.სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გადასვლამ საცხოვრებელი სივრცის დეფიციტი შექმნა, როგორც მაღალი რანგის ოფიცრებისთვის, ისე სხვა მოხელეებისთვის.ერთ-ერთი წყაროს თქმით, მაგალითად, ფორტ-მაკნეირის ბაზაზე ადგილი არ ჰყოფნიდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს.ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წარსულში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამხედრო ბაზებზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცხოვრობდნენ.

ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და ყველა აქტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია

არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას.ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, რათა გამოსწორდეს პრობლემური პროექტები, ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ, მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილს“-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის

„იგლ ჰილს“-ი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და რეპუტაციულ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს“-ის მიერ საქართველოში 6,5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიტანს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „იგლ ჰილს“-თან მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო, რომელშიც საქართველოს მხრიდან ყველა უწყებამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამასთან, „იგლ ჰილსის“ მხრიდან, მოჰამედ ალაბარი პროექტში პირადად არის ჩართული, ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს ძირითადად ფუნდამენტურ საკითხებზე.„ეს არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ - საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითაც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები