ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

ზურაბ ჯაფარიძე – გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი – ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაფარიძე წერს, გირაოს გადახდის გამო ადამიანების დამუნათება არასწორია.

„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, – წერს ჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა მელია 29 მაისს სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას - „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობს საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

🎥ამბავი რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

გადაცემა „შუადღემ“ უსაყვარლესი სიუჟეტი მოამზადა, რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს.ნახეთ, ვიდეო:

პეტრას აუსტრევიჩუსი – პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.როგორც აუსტრევიჩუსი  სოციალურ ქსელ X-ში წერს, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“.„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“,  – წერს აუსტრევიჩუსი.სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. 

„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე თამაშიც მოიგო

„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე მატჩი „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან გამართა და 26:14 მოიგო.გლაზგოელებთან გუნდის ვეტერანებმა, ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.„გლაზგო უორიორსთან“ მატჩში ტურნეში მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ პირველ შეხვედრაში „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხა. იმ მატჩში ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ დადეს.

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას, ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სანქციები ივანიშვილის, მისი მეგობრების მიმართ

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.როგორც რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ.„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ახლავე უნდა დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. 

ბოლო სიახლეები