ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში პარლამენტმა „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება გაიზიარა

„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება პარლამენტმა პრაქტიკულად გაიზიარა, რომ შეიქმნას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ყველა იმ ადამიანმა გადაიხადოს მნიშვნელოვანი ფასი და დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე ვინც ასეთ საშინელებას ჩადის საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმაც, თუკი საქართველოს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმართავს შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს.

„ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ მიზანი არის არა მხოლოდ ამ რეზოლუციის მიღება, რომელშიც ჩვენი იდეა გაიზიარა პარლამენტმა, არამედ გაკონტროლება იისა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც იქმნება ამ რეზოლუციით, ეფექტურად გამოიყენოს საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება

ცესკოს ცნობით, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება.კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამ საკითხზე მორიგი სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდება.„4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს გამოკლებული წევრების შევსების მიზნით ჩვენ გვიწევს შუალედური არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ პოტენციურმა მონაწილე პარტიებმა წინსწრებით იცოდნენ შესაბამისი საორიენტაციო თარიღი არჩევნების თაობაზე მინდა გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოს განიხილება 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების/პირობების დარღვევით გადაჰქონდა.აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს.ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება, ჩათვალა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება – გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა.მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა."პარტიის ლიდერი ერთი ჰყავთ, ბელადი სააკაშვილი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უნდა იყოს ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება. ვერც ხაბეიშვილმა ვერ შეასრულა, თუმცა დაპირისპირებები ბევრი იყო. არ შესრულდა დავალებები და, რასაკვირველია, შიდა ფრონტზე გაცილებით მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება.ომი გამოაცხადა ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია, 2013 წლიდან, განსაკუთრებით აქტიურად. იყო რამდენიმე მცდელობა რევოლუციისა. აქაც სააკაშვილის სახელი იკითხება ყველგან. დღეს იმ საპატიმროდან მიაჩნია, რომ თავისი ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით, ახალი პოლიტიკა უნდა შესთავაზოს "ნაციონალურ მოძრაობას". დესტაბილიზაცია იყო ეს შინაარსი და მომავალშიც სააკაშვილი არანაირ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არ აპირებს ასვლას," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული.„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.სტატიაში – „როგორ ისიამოვნოთ აქტიური დასვენებით საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო პლაჟები, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები – ეს ყველაფერი საქართველოს აქტიური დასვენების შესანიშნავ სივრცედ აქცევს, სადაც მსოფლიო დონის ჰაიკინგთან ერთად ხელმისაწვდომია ველოსპორტი, რაფტინგი და სათხილამურო სპორტი“.ამასთან, სტატია – „როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი“ ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს სთავაზობს.„თბილისი ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“, – წერს „ტელეგრაფი“ და აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს კონტრასტებით გამორჩეულ დედაქალაქში  ასეთი ხანმოკლე ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.სტატია „კულინარიული მიმართულება, რომლის დაგემოვნებაც მოგინდებათ“ ყურადღება გამახვილებულია ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 8 000-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა (ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ტყემალი) და სუფრის ფენომენზე.„ქართული კულინარია საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული და ბრიტანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ქართული გემოების აღმოსაჩენად გზამკვლევია შეთავაზებული. „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი.დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას.ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სრული დაფინანსებით ისარგებლებენ

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები