შაბათი, აპრილი 4, 2026

ზურაბ ქადაგიძე პროფესორ მარინე ჩიტაშვილზე: ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“

დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი – თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის „ნარატივზე“ არიან დამოკიდებული. ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“, – „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პროფესორ, მარინე ჩიტაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გადაცემაში „ახალი ფორმულა“ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს უკვე საგანმანათლებლო ომია, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.

„იდეოლოგიური პედაგოგიკა

დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი – თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის “ნარატივზე” არიან დამოკიდებული.

ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“.

სწორედ მათ აუდიტორიებში იძენენ ახალგაზრდები იმ მრწამსს, რომ არაფერს აქვს მყარი საფუძველი – არც სქესს, არც ეროვნებას, არც მორალს.

მთავარი აღარ არის სწავლა და განვითარება, არამედ ცნობიერების გარდაქმნა – როგორ დაიჯეროს ახალგაზრდამ, რომ მის გარშემო ყველაფერი შემთხვევითია და მის მშობელსაც აღარ აქვს უფლება უთხრას რა არის სწორი და რა – არა.

სწორედ ასე ხდება ყველაზე მტკივნეული რამ – მშობლისა და შვილის დაპირისპირება.

ბავშვს ასწავლიან, რომ ოჯახური ავტორიტეტი „ძველი დროის ჩვევაა“, რომ მშობელს „არ ესმის თანამედროვე სამყაროსი“ და რომ მისი შეხედულებები „არაპროგრესულია“.

ასე იშლება თაობათა ბუნებრივი კავშირი – და როცა შვილი აღარ უსმენს მშობელს, აღარ ენდობა მასწავლებელს და აღარ სცემს პატივს საზოგადო ავტორიტეტს, იწყება საზოგადოების დაშლა ფესვებიდან.

ბევრი ასეთი ლექტორი დღეს უფრო აქტივისტია, ვიდრე მეცნიერი.

ისინი არ აღზრდიან მოაზროვნე ახალგაზრდას, არამედ ქმნიან იდეოლოგიურად მორჩილ მასას, რომელსაც აღარ სჯერა არც საკუთარი ოჯახის, არც ქვეყნის, არც რწმენის.

ეს უკვე საგანმანათლებლო ომია – ომი, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.

ნამდვილი პედაგოგიკა უნდა აყალიბებდეს ადამიანს – ისეთ ადამიანს, რომელსაც რწმენა, პასუხისმგებლობა და მორალური კრიტერიუმები მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და ნებისმიერი იდეოლოგიური მანიპულაცია, შეუვალია მის მიმართ!

P.S.
ასე რომ – ნუ გიკვირთ ასეთი პედაგოგების და შესაბამისად – ასეთების აღზრდილი „ვანდალების“, რომელთაც არაერთხელ გადაწვეს რუსთაველის გამზირი.

ისინი ხომ იმ ლიბერალურ პროგრამას წარმოადგენენ, 30 წლის წინ რომ დაიწყო ჩვენთან და დღემდე გრძელდება ექსპერიმენტების სახით?!

გამოსავალი ერთია – განათლების სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება

ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა პრემიერმა.

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები