ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

ზურაბ ქადაგიძე: მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი

მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში? – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მანვე აღნიშნა, რომ დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია.

„მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას.
ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი.
ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში?
P.S. დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ბიძინა ივანიშვილზე ვერ ნახეთ – რუსეთი თქვენთან მოიკითხეთ

„ტვ პირველს“ ცხოვრება კარგად გაქვთ აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, ბრალმდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუან-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთში თითქოს საიდუმლო ოფისს არსებობას ეხებოდა.   „არანაირ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, როცა ვითომ ენჯეოშნიკობდა და მერე მივხვდით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“, იმ მომენტიდან გაიხსენეთ როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც მოუძებნონ. 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ამ ადამიანთან ვერ ნახეთ. ერთადერთი რაც ვნახეთ, „ტვ პირველის“ მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში.ასე, რომ რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იაგო ხვიჩია – პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს, „ლელოს“ არ უჭირს, დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ დაასახელოს, ნიშნავს იმას, რომ „ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“. „„Ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. მოგეხსნებათ, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, უფასოდ რომ გადაეფიქრებინა, ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერმინისტრობაზე და ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ პრეზიდენტს დაესახელებინა, ამდენი ხალხი ხომ გაღიმებული დარჩებოდა, ეს არავის არ უნდოდა, შეიძლება, დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, ესეც, შეიძლება, ჩართულიყო საქმეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მტკიცებულება არ აქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, რომ არჩევნებამდე დაასახელებდა ტექნიკურ მთავრობას, მერე „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. „პრეზიდენტის ტროას ცხენობა არ იცვლება, ხომ შეიძლება, ასე კი არ ააფეთქო, არამედ სხვანაირად ააფეთქო, თან ცოტა ხელი მოითბო, გნებავთ – ფულით, გნებავთ – რეპუტაციულად. მტკიცებულება არ მაქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, უბრალოდ, პრეზიდენტი რომ იმუქრებოდა, აუცილებლად დავასახელებო, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, შეხვდა პოლიტიკოსებს. გვარამია ყველაფერზე იყო წამყოლი, ისედაც ყველაფერზე ეთანხმებოდა, მერე შეხვდა ვიღაცებს, ბოლოს – „ლელოს“ და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, როგორ შეიძლება, ფულზე არ ვიფიქრო და ჩემი ინტერესი, მოსაზრება მხოლოდ „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით. „მომგებიანი შეიძლება იყოს, თუ ვიღაც ფულს იშოვის და სიბერეს უზრუნველად გაატარებს. მომგებიანი შეიძლება ის იყოს, რომ პრეზიდენტს ვინმე დააჯერებს, რომ მართლა პრეზიდენტია, თითქოს რაღაცას წყვეტს და სიამოვნებას ამით მიიღებს. ვიცი ის, რომ ქალბატონ სალომეს არასდროს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით, მაგრამ ქმედებებით ის ყოველთვის „ქოცი“ იყო და ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამებრძოლად რჩებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

REUTERS/IPSOS: ჰარისი – 46%, ტრამპი – 43%

Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46% უჭერს მხარს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს კი 43%. ამასთან, გამოკითხული რეგისტრირებული ამომრჩევლების 70%-მა აღნიშნა, რომ გაზრდილია ცხოვრების ხარჯები, 60%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკა არასწორი მიმართულებით მიემართება, 65%-მა კი იგივე თქვა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გამოკითხულმა ამომრჩევლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ეკონომიკა, მიგრაცია და დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეებია. კითხვაზე, თუ რომელი კანდიდატი უდგებოდა უკეთ ზემოხსენებულ საკითხებს, ეკონომიკისა (46%-38%) და მიგრაციის (48%-35%) საკითხებში ამომრჩევლებმა დონალდ ტრამპი დაასახელეს. Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 4 129 ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 3 481-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. მათგან 3 307 გამოკითხული ითვლება ისეთ ადამიანად რომლის არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე სავარაუდოა. არჩევნების სავარაუდო მონაწილეთა შორის ჰარისი 3%-იანი სხვაობით ლიდერობს (48%-45%).

შალვა პაპუაშვილი: “ენჯეოები” და პარტიები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით დარღვევებზე საუბრობენ, კითხვაზე კი, რა მტკიცებულებები აქვთ, პასუხობენ, – მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოს

„ენჯეოები“ და პარტიები საუბრობენ, თითქოს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით რაღაც დარღვევა ხდება. კითხვაზე კი, რა მტკიცებულებები აქვთ, პასუხობენ, რომ მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირ გამიზნული, ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს აკვირდებიან რამდენიმე „არასამთავრობო ორგანიზაციის“ მხრიდან, რათა საქართველოში გადატრიალებისთვის საბაბი შექმნან. „გასაკვირია, რომ უკვე გათელილ გზაზე დაიწყეს სიარული როგორც „ენჯეოებმა“, ისე ოპოზიციამ. ეს ერთი ფლანგია, 20 ოქტომბრის შემდეგ გაფორმდა ყველა ერთ პოლიტიკურ „ნაციონალურ მოძრაობად“. ვხედავთ, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით იგივე მეთოდებია, რაც ჰქონდათ 2018 წელს, 2020, 2021 წელს. ამბობენ, თითქოს ვიღაცას პირადობის მოწმობას ართმევენ ან პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ და „ისფედი“ იყვნენ მონაწილე, რომლებმაც ყალბი ახალი ამბავი შექმნეს, თითქოს პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა. გახსოვთ ეკა გიგაურის მაშინდელი განცხადებები და პარტიული „ენჯეოების“ სხვა ლიდერების. საქმე საქმეზე როცა მიდგა და გამოძიება დაიწყო, ჩვენებები უნდა მიეცათ, უარი თქვეს ჩვენებების მიცემაზე, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და ასე ჰაერზე მოიფიქრებენ ხოლმე. ზუსტად იგივე განმეორდა 2020, 2021 წელს. სინამდვილეში, ზუსტად ამისთვის ემზადებიან ის ათასობით ე.წ. დამკვირვებელი, რომელსაც არეგისტრირებენ. ამ ადამიანების ფუნქცია იქნება პანიკის ატეხა საარჩევნო უბნებზე და ისტერიის შექმნა. 2021 წლის არჩევნების დღეს ვნახეთ, რომ პარტიები რაღაც პირადობის მოწმობების ფოტოს ავრცელებდნენ, თითქოს ყალბია და ჩვენ ყოველ საათში ერთხელ გვიწევდა ბრიფინგის ჩატარება, რათა ეს ყველაფერი გვემხილებინა, როგორც დეზინფორმაცია. დღესაც იმავეს ვხედავთ, საუბრობენ როგორც „ენჯეოები“, ისე პარტიები, თითქოს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით რაღაც დარღვევა ხდება და ასე შემდეგ. ამას წინათ ვნახე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰკითხეს, მტკიცებულება რა გაქვთო, მტკიცებულებები ჩვენი საქმე არ არის, მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოსო. პირდაპირ გამიზნული, ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს ვაკვირდებით რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან, რათა საქართველოში გადატრიალებისთვის საბაბი შექმნან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ქართული კანონის “რუსულ კანონად” დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ

ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია იყო. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ეს ის კანონია, რომელზეც ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, სათავეში კი იდგნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.ტერმინით, „რუსული კანონი“ ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია. გახსოვთ „რუსთავი ორის“ საქმე, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო – სტრასბურგის სასამართლო ბოლოს წერტილს უსვამდა ამას. როგორც გახსოვთ, „რუსთავი ორის“ საქმეზე არავინ ბოდიში არ მოიხადა, არცერთმა პოლიტიკოსმა თუ უცხოელმა დიპლომატმა. როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე კვირაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტურად ცრუ და არანაირი საფუძველი მას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე, სამწუხაროდ ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ ბოდიშს არავინ არ იხდის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პასუხი გასცა ყველა იმ აქტორს, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზუსტად დაასახელა ის 6 პუნქტი, რომელიც არის რუსეთში მოქმედ კანონში შეუსაბამო ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. პირველი – ვალდებულება, რომელიც ეკისრება ორგანიზაციებს ყველა გამოცემა დაბრენდონ ანუ ბრენდირება მოახდინონ როგორც უცხოელი აგენტის წარმოებული. არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის და საერთოდ არანაირი ტერმინი აგენტთან დაკავშირებით არ არის.მეორე – ასეთი ორგანიზაციები ყოველგვარი საარჩევნო პროცესისგან გამორიცხულები არიან , არანაირად მსგავსი ქართულ კანონმდებლობა არ არის, მესამე – პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრძალვა – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის. მეოთხე – ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის და ასევე არაპროპორციული სანქციები, კერძოდ ჯარიმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის გაუქმება, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის. ეს არის ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენლის, „ენჯეოს“ მიმართ თუ უცხოელი აქტორის მიმართ, რომლებიც ეს პერიოდია ცრუ ბრალდებებს აყენებს და ცრუ ნარატივებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით; ბედავენ, რომ ქართულ კანონმდებლობას უწოდონ რუსული კანონი, ამით იმუშაონ ადამიანების ემოციაზე, რაც ჩვეულებრივი მავნე დეზინფორმაციის მეთოდებია, ამიტომ ჩამოიშალა მათი პროპაგანდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ახლა მათ რაც დარჩენიათ, არის ბოდიშის მოხდა ქართველი ამომრჩევლისადმი, იმ მავნე დეზინფორმაციის გამო, რაც აკადრეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები