ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

ზურაბ ნოღაიდელი – სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ უცხოურ შეხვედრებზე ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა, არ გინდა, უნდა გვეომა

სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას: „თავდაცვის ძალები არის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები მთავარდსარდალმა და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ უნდა აქციოს საზარბაზნე ხორცად. არცერთმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ არ უნდა დააჭირვოს, რომ თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცს დასჭირდეს თავგანწირვა იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ქვეყნის ერთგული დარჩეს და უბრალოდ, თავდაცვის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პიროვნულ თავგანწირვაზე მიდის, რადგან ასე არიან გაზრდილი. ამისთვის ისინი ყოველთვის მზად არიან და ეს დაამტკიცეს აგვისტოს ომის დროს. ეს იყო ავანტურა, სიგიჟე, გარედან ერთი ან მრავალი ძალის დავალებებს ასრულებდა, თუ რასთან გვქონდა საქმე, რადგან ორჯერ ვერ მოახერხა. თქვენ ადასტურებთ ამას, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ვრცლად მაღალპროფესიულად, ბესტაევმა და სხვებმა. პაატა დავითაიამაც დაადასტურა, რომ სამოქალაქო თავდაცვა არ იყო, სამთავრობო კომისია არ შექმნილა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მოვლენები შესაძლოა, ყოფილიყო გარედან მართული და, რეალურად, ჩვენ მარიონეტი გვყავდა ხელისუფლებად, პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ გეგმას ახორციელებდა? რასთან გვქონდა საქმე?“

„სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ ჩვენ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა. იყო თუ არა მასთან ასეთი საუბარი, არ ვარ ამის შესახებ საქმის კურსში, შესაბამისად, არ გავაკეთებ პროგნოზს. მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაინც ჩემს აზრად დავიტოვებ. სამი წლის განმავლობაში ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი ამ თემაზე, ბიძგი იმისკენ, რომ თქვენ აქ წადით, ამ კონფლიქტზე“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ზურაბ ნოღაიდელს მიმართა: „ხუმრობანარევი ტონით რომ ვთქვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეჭვი არ შეგპარვიათ, რომ გარკვეული შლეგთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ, ანუ სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მაგრამ ეს გარედან მართულიც იყო თუ არა, ამაზე თქვენთან საუბარი არავის ჰქონია და არც ეჭვი შეგპარვიათ“.

აღნიშნულის საპასუხოდ ნოღაიდელმა აღნიშნა: „არა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო."მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს - გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც "უდავს" ეძახიან - მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნიბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა - სოლიდარობა.ხოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.და ხო, "დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!"საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!ბო ლო მდე !“ - წერს ბაია პატარაია.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებიული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსუსრვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.ოხანაშვილი აქამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე შესაბამისი კანონპრეოექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანო კი მას 15-18 აპრილს განიხილავს.

შალვა პაპუაშვილი – „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, რომ ევროპული დედაქალაქებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან

როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას.„საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები