სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ზურაბ აბაშიძე – 2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე

2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე არა მხოლოდ სახის არეში, სხეულის სხვა მიდამოებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, დაახლოებით სამი ადამიანი ხელკეტით იყო შეიარაღებული, ასევე აღნიშნა, რომ მათგან ვერავის ამოიცნობს, რადგან ნიღბებით იყვნენ.

„გამოვარდნენ და აშკარად იგრძნობოდა, რომ ესენი არ არიან მოსული იმიტომ, რომ მშვიდობიანად დაგვშალონ. ეს იყო სრული დარბევა. შევშფოთდი და რამდენიმესთან მივედი, ვუთხარი, რას აკეთებთ, რას ვაშავებთ-მეთქი. ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო. მერე უკვე გონებას ვკარგავ. ხელკეტით მძიმე დაზიანებებს არა მხოლოდ სახის არეში ვიღებ, არამედ სხეულის სხვა მიდამოებში. გონზე როდესაც მოვდივარ, მაგ დროს ვარ მანქანაში და მივდივართ საავადმყოფოში. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ვკარგავ გონებას. საავადმყოფოში უკვე ვსაუბრობ მედიის წარმომადგენლებთან. დაახლოებით სამი ადამიანი მირტყამდა ხელკეტით. დავეცი. რამდენიმე დარტყმა ერთდროულად მივიღე, სახის არეშიც და წელის არეშიც. დაბეჟილობები და დაზიანებები მქონდა. ხელკეტით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ ნიღბებით. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვერავის ამოვიცნობ, იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენ, რადგან სახეზე არავინ მინახავს.

2013 წელს, როგორც მახსოვს, პროკურატურამ დამკითხა. იქ კადრებიც ამოიღეს და მაჩვენეს ეს კადრები. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იქ იყო. იმ პერიოდის მინისტრი არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე მოადგილე, თუ არ ვცდები, ჩანს. ისინი იყვნენ ჭიშკართან, სამმართველოს ეზოში. მოადგილე მაშინ იყო ლორთქიფანიძე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ დეტალურად ისაუბრა, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღო.

„მქონდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი დაბეჟილობები, ჩამიმტვრიეს კბილები, თავში მირტყეს და მქონდა ტვინის შერყევა. დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაცია“, – აღნიშნა აბაშიძემ.

თეა წულუკიანის კითხვაზე, „სამედიცინო საბუთებში ეს დაზიანებები ჩაიწერა, თუ რაღაც შეალამაზეს?“, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „მაქსიმალურად ეცადნენ, მსუბუქი დაზიანებები ჩაეწერათ“.

„აღარც მიმიქცევია ყურადღება, აზრი არ ჰქონდა. მე ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურაში საქმის მასალებში არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე აცხადებს, რომ ცაგარელის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ცაგარლის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული – მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა  ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა – რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

უნიკალური ექსპერიმენტი – ჩინეთში ღორის ემბრიონებში ადამიანის გულები გაზარდეს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს.მეთოდი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თავდაპირველად ღორის ემბრიონს გულის ფორმირებისთვის საჭირო გენებს აცლიან. შემდეგ კი ემბრიონში წინასწარ მოდიფიცირებული ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ, რომლებსაც ზრდისა და გადარჩენის მაღალი უნარი აქვთ.როდესაც ემბრიონი მორულის ეტაპს აღწევს - დაახლოებით 12 უჯრედამდე, მას სურგოგატი ღორის ორგანიზმში ათავსებენ. ამის შემდეგ ადამიანის უჯრედები იწყებენ გულის ფორმირებას. ამ ექსპერიმენტში გულები 21 დღე ვითარდებოდა.მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებულ ორგანოების გასაზრდელად ტრანსპლანტაციისთვის. ამჟამად განვითარებაზე დაკვირვება დროებითია შეზღუდული, ხოლო ეთიკური საკითხები საერთაშორისო დისკუსიას საჭიროებს .

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იერუსალიმსა და თელ ავივში აფეთქებების ხმა ისმის

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „ბიბისი” წერს, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმსა და თელ ავივში.მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის ხმა ისმის.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები