ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მათი განცხადებით, მოვაჭრეებმა უკვე მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება და თუ არ შეწყვეტენ უკანონო ვაჭრობას, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.
დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად გაანახლეს