გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიის შენობასთან მართავენ საპროტესტო აქციას მართავენ.
ბაზრის ტერიტორიიდან მერიის შენობამდე მსვლელობისას, ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
გარემოვაჭრეები უკმაყოფილო არიან ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას მიერ შეთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართებით.
მერიასთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.